FCI.ge
FCI.ge
რობენი 14 წუთით დაბრუნდა |
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი ვინგერის, არიენ რობენის პრობლემები ჯერ მხოლოდ იწყება.
არიენმა თვეზე მეტი გამოტოვა და მოასწრო გერმანიის თასის ნახევარფინალური თამაშისთვის გამოჯანმრთელება, დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ.
პეპ გვარდიოლამ, ჰოლანდიელი მეორე ტაიმში შეუშვა მინდორზე, მაგრამ მისი დაბრუნება მხოლოდ 14 წუთით გაგრძელდა, რის შემდეგაც მან მორიგი დაზიანება მიიღო და დატოვა მინდორი.
რობენმა მოიშუშა მუცლის კუნთის ტრავმა, ახლა კი ფეხი აქვს დაზიანებული და როგორც ჩანს, გამოტოვებს "ბარსელონასთან" ორივე ნახევარფინალურ შეხვედრას.
თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია, რადგან ჯერ პირველადი შემოწმებაც არ ჩატარებულა, მაგრამ ტრავმა სერიოზული ჩანს, რის გამოც რობენმა შესაძლოა ვეღარც ითამაშოს ამ სეზონში.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.