FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

პრევიუ: ლესტერი Vs ჩელსი

29-04-2015
2 კომენტარი

გუშინ, ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურის ეგიდით გადადებული მატჩი "ლივერპულმა" 0:1 წააგო "ჰალთან" და გააოცა მაყურებელი. დღეს კი, ჩემპიონატის ლიდერი "ჩელსი" ეწვევა "ლესტერს", 27-ე ტურში გადადებული მატჩის ჩასატარებლად.

 

ჩემპიონატი: ინგლისის პრემიერ ლიგა, XXVII ტური

თარიღი: 22:45 საათი, 29 აპრილი

სტადიონი: კინგ ფაუერი, ლესტერი

მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Silk sport hd1; NTV+ Football1

 

ეს მხოლოდ პრემიერ ლიგაში ხდება - ბოლო ადგილზე მყოფმა გუნდმა ზედიზედ ოთხი თამაში მოუგია და დააღწია თავი გასავრდნ ზონას, მსგავსი სასწაულები უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა ინგლისის უმაღლეს ლიგაში. "ლესტერმა" "ვესტ ჰემი", "ვესტ ბრომვიჩი", "სუონსი" და ბოლოს "ბარნლი" დაამარცხა. ტერფ მურზე, გუნდმა ურთულესი ბრძოლა გადაიტანა, მაგრამ ჩინებულ ფორმაში მყოფი ჯეიმი ვორდის გოლით იმარჯვა. ნაიჯელ პირსონის გუნდი მე-17 პოზიციაზეა 31 ქულით და ჯერ კიდევ სერიოზული ბრძოლა აქვს გადასატანი. თუმცა, კალენდარი საკმაოდ მისაღებია "ლესტერისთვის" და ასეთი თამაშით, ეს გუნდი აუცილებლად შეინარჩუნებს ადგილს პრემიერ ლიგაში. "ბარნლისთან" შეხვედრაში შლუპმა, ნიუჯენტმა და ვორდიმ ბარძაყის დაზიანებები მიიღეს და სამივე მათგანის თამაში საეჭვოა.

 

"ჩელსიმ", "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხების შემდეგ, ნულოვანი ფრე გააგორა ემირიათსზე და უდიდესი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობისკენ, როგორც ეს ჯონ ტერიმ აღნიშნა. "არისტოკრატები" ათი ქულით უსწრებენ "მანჩესტერ სიტის" და "არსენალს", შესაბამისად, გამარჯვების შემთხვევაში, უკვე მომდევნო ტურში შეუძლიათ ტიტულის ოფიციალურად გაფორმება. ჟოზე მოურინიო მესამედ მოიგეს პრემიერ ლიგას "ჩელსისთან" ერთად, "ლურჯებისთვის" კი ეს პირველი წარმატება იქნება 2010 წლის შემდეგ. თუმცა, მანამდე ჯერ კიდევ არის ჩასატარებელი რამდენიმე მატჩი, მათ შორის დღევანდელი, რომელიც არ იქნება ადვილი. მეტოქეს აფასებს მოურინიო, რომელმაც აღნიშნა, რომ გაკვირვებულია თუ როგორ იყო "ლესტერი" ბოლო ადგილზე ხანგრძლივი პერიოდით. "ჩელსის" ოსკარი ვერ დაეხმარება, რომელმაც დავიდ ოსპინასთან შეჯახების შემდეგ თავი დაიზიანა, ლოიკ რემიც ვერ მოახერხებს მინდორზე გასვლას. თუმცა, დიეგო კოსტა დაუბრუნდება გუნდს, რომელმაც ოთხი მატჩი გამოტოვა.

 

კინგ ფაუერზე, "ლესტერი" არაფერს დათმობს და ბოლომდე იბრძლებს, ამიტომ "ჩელსის" არ მოუწევს მარტივად ფონს გასვლა, პირიქით, ეს საკმაოდ საინტერესო, სანახაობრივი თამაში უნდა გამოვიდეს.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ლესტერი: შმეიხელი - ალბრიტონი, ვასილევსკი, ჰატი, მორგანი, კონჩესკი - დრინქვოთერი, კამბიასო, ენდი კინგი - ულოა, ვორდი.

 

ჩელსი: კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - ფაბრეგასი, მატიჩი - რამირესი, ვილიანი, აზარი - დიეგო კოსტა.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "ლესტერის" მიერ ჩატარებულ ბოლო ექვს შეხვედრაში, მხოლოდ რვა გოლი გავიდა (ხუთი "მელიებმა" შეაგდეს და სამი მეტოქეებმა).

 

  • "ჩელსის" დაუმარცხებელი სერია პრემიერ ლიგაში, უკვე 13 თამაშს შეადგენს (9მ, 4ფ).

 

  • ჟოზე მოურინიოს "ჩელსიმ", პრემიერ ლიგაში ჩატარებული 191 თამაშიდან. 103 შეხვედრაში შეინახა კარი, რაც თამაშების 54%-ს შეადგენს.

 

  • პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, ედენ აზარმა ყველაზე მეტი საგოლე მომენტი შექმნა - 88 და ყველაზე მეტი დრიბლინგი განახორციელა - 254.

 

 

ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 სერხიო აგუერო მანჩესტერ სიტი 21 4
2 ჰარი კეინი ტოტენჰემი 20 2
3 დიეგო კოსტა ჩელსი 19 0
4 ჩარლი ოსტინი ქუინს პარკ რეინჯერსი 17

3

5 ალექსის სანჩესი არსენალი 14 0

 

https://fci.ge/uploads/posts/2015-04/1430279339_leicester-city-vs-chelsea.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi