FCI.ge
FCI.ge
პსჟ-მ ორიე გამოისყიდა |
როგორც მოსალოდნელი იყო, "პარისენ-ჟერმენმა", სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა კოტ'დიუვარელ განაპირა მცველთან, სერჟ ორიესთან.
გასულ ზაფხულს, "პსჟ"-მ "ტულუზადან" იჯარით აიყვანა 22 წლის ორიე, რომელმაც კარგად წარმოიაჩინა თავი მიმდინარე სეზონში და დღეს ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა პარიზულ კლუბთან.
ჯერჯერობით უცნობია ფულადი კომპენსაცია, რომელიც "პსჯ"-მ გაიღო, მაგრამ ეს ნაბიჯი საკმაოდ მართებულია, რადგან გრეგორი ვან დერ ვილი არ იმყოფება ოპტიმალურ ფორმაში, ამიტომ გუნდს სჭირდება კარგი მარჯვენა მცველი.
ლიგა 1-ს მიმდინარე სეზონში, ორიემ 14 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.