FCI.ge
FCI.ge
რობენს ამ სეზონში ვეღარ ვიხილავთ |
როგორც მოსალოდნელი იყო, მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი ვინგერი არიენ რობენი, სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.
მიუნხენური გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ გერმანიის თასის ნახევარფინალში, დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ, არიენმა მარცხენა ფეხის ქვედა, უკანა კუნთი გაიწყვიტა და მინიმუმ ორი თვე დასჭირდება რეაბილიტაციისთვის.
პოლონელ თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის კი, ტვინის შერყევა აქვს და მიტჩელ ლანგერაკთან შეჯახების შემდეგ, თავისქალაც გაიტეხა. მოსალოდნელია, რომ რობერტი გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩს "ბარსელონასთან".
ეს კატასტროფული ტრავმები "ბაიერნს" გერმანიის თასიდან გამოვარდნად დაუჯდა, გუნდმა პენალტების სერიაში 0:2 წააგო.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.