FCI.ge
FCI.ge
ზუმა: მეტოქე გუნდის ქომაგებს უბრალოდ შურთ ჩვენი |
ლონდონის "ჩელსის" უნიჭიერესი უკანა ხაზელი კურტ ზუმა გამოეხმაურა გუნდის სათამაშო სტილის ირგვლივ გამოთქმულ უკმაყოფილებას და დაიცვა გუნდის თავკაცი ჟოზე მოურინიო.
"არსენალთან" ნულოვანი ფრის შემდეგ, "მეთოფეებმა" "ჩელსის" მოსაწყენი გუნდი უწოდეს და მატჩის დროსაც სკანდირებდნენ, რასაც ჟოზემ არანაკლებ მწარედ უპასუხა, ახლა კი ზუმა გამოვიდა ასპარეზზე.
"სხვა გუნდის ქომაგებს უბრალოდ შურთ ჩვენი, რადგან მათი საყვარელი კლუბები ვერ ახერხებენ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილის დაკავებას.
ყველას სურს საუკეთესოების დამარცხება, ამიტომ არ უნდა დავკარგოთ კონცენტრაცია. ახლა, ყველაზე მთავარია, რომ არ გავჩერდეთ და გავაგრძელოთ ქულების მოგროვება", - განაცხადა ახალგაზრდა ფრანგმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.