FCI.ge
FCI.ge
მოიესი: პრემიერ ლიგის ეს სეზონი - ისტორიაში ყველაზე ცუდია |
"სოსიედადის" მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი ძალიან უკმაყოფილოა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონით, რომელიც მისი აზრით, ისოტირაში ყველაზე ცუდია.
შოტლანდიელი სპეციალისტი ლა ლიგაში მუშაობს, მაგრამ რათქმაუნდა დიდი სიამოვნებით უყურებს ინგლისის უმაღლეს ლიგას, სადაც დაბრუნებას აპირებს სამომავლოდ.
"პრემიერ ლიგაში ძალიან სუსტი სეზონი მიმდინარეობს, შესაძლოა, ყველაზე ცუდი ისტორიაში. იქ კარგი მოთამაშეები, დიდებული კლუბები მონაწილეობენ, მაგრამ ამ სეზონის შემხედვარე, ამის არანაერი არგუმენტი არ არსებობს.
ვხედავ კარგ ფეხბურთელებსა და გუნდებს, მაგრამ აშკარად მაკლია ის ბრძოლა, კონკურენტუნარიანობა, რაც აქამდე სუფევდა ნისლიან ალბიონზე.
მენატრება თუ არა ინგლისის პრემიერ ლიგა? არა, მაგრამ შემიძლია იმის თქმა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, დავბრუნდები", - განაცხადა დევიდ მოიესმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.