FCI.ge
FCI.ge
ფლანაგანი დაახლოებით ცხრა თვეს გამოტოვებს |
"ლივერპულის" განაპირა მცველმა, ჯონ ფლანაგანმა ფეხის ოპერაცია გაიკეთა და შესაძლოა 2015 წელს ვეღარ გავიდეს მინდორზე.
"The telegraph"-ს ინფორმაციით, საკმაოდ ნიჭიერმა ინგლისელმა მუხლის ოპერაცია დღეს გაიკეთა წარმატებით და ექვსიდან-ცხრა თვეს გამოტოვებს.
აღსანიშნავია, რომ ჯონმა სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა და ახლახანს აღადგინა ვარჯიშები, მაგრამ კვლავ დაიზიანა მუხლი და მოუწია მეორე ოპერაციის გაკეთება, რაც ძალიან სამწუხაროა.
ჯერჯერობით გაურკვეველია 22 წლის ფლანაგანის მომავალიც, რადგან მისი კონტრაქტი მერსესაიდულ კლუბთან ამ ზაფხულს იწურება და შესაძლოა ჯონი თავისუფალი აგენტი გახდეს.
უკანასკნელი ინფორმაციით, თუ ჯონ ფლანაგანი ვერ მონახავს ახალ კლუბს, მაშინ "ლივერპული" გააგრძელებს მის მოვლას.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.