FCI.ge
FCI.ge
გროსკროიცი ერთ თვეს გამოტოვებს |
დორტმუნდის "ბორუსიას" უნივერსალური მოთამასე კევინ გროსკროიცი კიდევ ერთ თვეს გამოტოვებს.
ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ გერმანელმა მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო და მინიმუმ ოთხი კვირით ვერ დაეხმარება საკუთარ გუნდს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ გროსკროიცი გამოტოვებს ბუნდესლიგაში დარჩენილ ოთხივე შეხვედრას: "ჰოფენჰაიმის", "ჰერტას", "ვოლფსბურგისა" და "ვერდერის" წინააღმდეგ.
მისი დაბრუნება შესაძლოა 30 მაისს შედგეს, ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე, გერმანიის თასის ფინალში, "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ. თუმცა, მისი თამაში ფინალში - საეჭვოა.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, კევინ გროსკროიცმა 17 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე პასით შემოიფარგლა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.