FCI.ge
FCI.ge
შნეიდერლინი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს |
"საუთჰემტპონის" ბანაკში ცუდი სიახლეა - გუნდის ლიდერი მორგან შნეიდერლინი ვეღარ დაეხმარება "წმინდანებს" ამ სეზონში.
ფრანგმა საყრდენმა ნახევარმცველმა, "ტოტენჰემთან" შეხვედრაში (2:2) მიიღო ტრავმა და გუნდის სამედიცინო შტაბი ფიქრობს, რომ მორგანი მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს.
"მორგანს მუხლის სერიოზული დაზიანება აქვს და მინიმუმ ხუთ კვირას გამოტოვებს", - განაცხადა "საუთჰემპტონის" თავკაცმა, რონალდ კუმანმა.
"წმინდანები" ევროტურნირებზე გასასვლელად იბრძვიან, ამიტომ მათთვის სერიოზული დანაკლისი იქნება მორგან შნეიდერლინი. დარჩენილ ოთხ ტურში, "საუთჰემპტონი" "სანდერლენდს", "ლესტერს", "ასტონ ვილას" და "მანჩესტერ სიტის" შეხვდება.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, მორგან შნეიდერლინმა 26 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.