FCI.ge
FCI.ge
ოფიციალურად: ირაოლა ატლეტიკს დატოვებს |
ბილბაოს "ატლეტიკის" ვეტერანმა მცველმა, ანდონი იაროლამ დაადასტურა, რომ ზაფხულში დატოვებს სან-მამეს.
ამის შესახებ, თავად 32 წლის ესპანელმა განაცხადა, საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე: "ყოველწლიურად, უფრო მიჭირს გუნდის მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება. "ატლეტიკის" მაისურის ტარება - საპასუხისმგებლო მისიაა".
მოსალოდნელია, რომ მას შემდეგ, რაც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, ირაოლა კონტრაქტს MLS-ს რომელიმე წამყვან კლუბთან გააფორმებს.
ანდონი ირაოლა 2003 წლიდან იცავს ბასკების ღირსებას. ამ დროის განმავლობაში, ის გახდა მეოთხე მოთამაშე "ატლეტიკის" ისტორიაში, ჩატარებული მატჩების რაოდენობით - 507.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კი, ირაოლამ 20 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.