FCI.ge
FCI.ge
არბელოა: კრიშტიანოს სიბრაზე ნორმალურია |
მადრიდის "რეალის" გამოცდილი მარჯვენა მცველი ალვარო არბელოა სულაც არ უბრაზდება კრიშტიანო რონალდოს და აცხადებს, რომ პორტუგალიელის სიბრაზე სავსებით ნორმალურია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ლა ლიგის 34-ე ტურის ეგიდით, "სამეფო კლუბმა" "ალმერია" მიიღო და 3:0 გაანადგურა. მესამე გოლის ეპიზოდში, ჩიჩარიტომ ბურთი მეკარის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც არბელოა და რონალდო იმყოფებოდნენ, ბურთზე კი, პირველმა ესპანელმა ითამაშა, რასაც კრიშტიანოს უკმაყოფილება მოჰყვა.
"არ ვარ განაწყენებული კრიშტიანოს ქცევების გამო, სიბრაზე - მისთვის ნორმალურია, რადგან ვერ მოახერხა გატანა, რაც მისი მთავარი მიზანია. სასწორზე პაჩიჩის ჯილდო დევს, ყველას გვესმის მისი და ვცდილობთ დახმარებას.
იშვიათად გამაქვს გოლები, ამიტომ ეს დიდებული გრძნობაა, მითუმეტეს სანტიაგო ბერნაბეუზე. ბედნიერი ვარ გატანილი გოლით, გამარჯვებით მატჩში, რომელიც მოსალოდნელზე რთული გამოდგა. ახლა, სევილიაში გასვლა და ლა ლიგაში ბრძოლის გაგრძელება მოგვიწევს", - განაცხადა არბელოამ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.