FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

კასილასი: ლა ლიგას, ჩემპიონთა ლიგის მოგება მირჩევნია

30-04-2015
0 კომენტარი

მადრიდის "რეალის" კაპიტანი იკერ კასილასი აცხადებს, რომ მისთვის ჩემპიონთა ლიგაა პრიორიტეტული ამ სეზონში.

 

მოგეხსენებათ, რომ "სამეფო კლუბი" იბრძვის ორ ფრონტზე: ლა ლიგაში ორი ქულით ჩამორჩება ლიდერ "ბარსელონას", ჩემპიონთა ლიგაზე კი ნახევარფინალშია და ტურინის "იუვენტუსს" შეხვდება.

 

"ლა ლიგაში არ ვართ დამოკიდებულნი საკუთარ თავზე, ევროპაში კი - ვართ. სწორედ ამიტომ, ჩემპიონთა ლიგა მირჩევნია.

 

მწვრთნელი გვეუბნება, რომ ეს სხვა განზომილებაა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება უფრო ადვილია. დიდებული შესაძლებლობა გვაქვს, რომ საკუთარი ამბიციები დავამტკიცოთ. ოთხივე ნახევარფინალისტს თანაბარი შანსი აქვს, მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულნი.

 

მადრიდელ ქომაგებს დიდი იმედი აქვთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მივაღწევთ. ჩემპიონთა თასი ზედიზედ ორჯერ, თანამედროვე ეპოქაში არავის მოუგია, ამიტომ საოცარი გამოწვევა გვაქვს", - განაცხადა ლეგენდარულმა ესპანელმა.

https://fci.ge/uploads/posts/2015-04/1430406085_iker-1411221247.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi