FCI.ge
FCI.ge
ლევანდოვსკი ბარსელონასთან ითამაშებს, რიბერიც შესაძლებელია |
მიუნხენის "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ეინც რუმენიგემ ძალიან დამაიმედებელი კომენტარი გააკეთა "რეკორდმაისტერის" ქომაგებისთვის.
"შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ლევანდოვსკი ითამაშებს კამპ ნოუზე. მას სპეციალურ ნიღაბს დაუმზადებენ და სწორედ მისი საშუალებით გავა მინდორზე რობერტი.
ფრენკ რიბერის მდგომარეობა? ჩვენი სამწვრთნელო შტაბი დღე და ღამე მუშაობს იმისათვის, რომ ის ფეხზე დადგეს, არაფერია გამორიცხული", - განაცხადა რუმენიგემ.
შეგახსენებთ, რომ პოლონელი თავდამსხმელი დორტმუნდის ბორუსიასთან მატჩში დაიმტვრა, გერმანიის თასის ნახევარფინალში. ლევანდოვსკი მიტჩელ ლანგერაკს შეეჯახა და თავის ქალა გაიტეხა, მაგრამ როგორც ჩანს ნიღბით ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" უკვე მოიგო ბუნდესლიგა და მათი ყურადღება მხოლოდ ჩემპიონთა ლიგისკენაა მიმართული, რადგან "ბორუსიამ" მიუნხენში იმარჯვა პენალტების სერიით.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.