FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

მათეუსი: ბაიერნის მარცხი - გვარდიოლას ბრალია

30-04-2015
2 კომენტარი

გერმანული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა, მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი კაპიტანი ლოთარ მათეუსი მიიჩნევს, რომ "რეკორდმაისტერი" პეპ გვარდიოლას გაუგებარი გადაწყვეტილებების გამო გამოეთიშა გერმანიის თასს.

 

54 წლის გერმანელი სპეციალისტი საუბრობს არასწორად შერჩეულ პოზიციებზე, რის გამოც "ბაიერნმა" ვერ მოახერხა "ბორუსიას" დამარცხება შინ, მიუხედავად ბრწყინვალე თამაშისა და საბოლოოდ, პენალტების სერიაში დამარცხდა.

 

"ნამდვილად ვაფასებ გვარდიოლას და ვთვლი, რომ იდეალურია "ბაიერნისთვის", მაგრამ ყველაფერი არასწორად გააკეთა დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ.

 

რატომ ითამაშა რაფინიამ მარცხნივ? რატომ არ დაიწყო ფილიპ ლამმა თამაში შეტევის მარჯვენა ფრთაზე, როგორც "პორტოსთან"? რატომ არ ითამაშა ხაბი ალონსომ ექვსი ნომრის პოზიციაზე? რატომ თამაშობდნენ სხვა პოზიციებზე ხუან ბერნატი და მეჰდი ბენატია? ტომას მიულერი მატყუარა ცხრიანია?

 

მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნის" ფაქტიურად არცერთი ფეხბურთელი არ თამაშობდა თავის პოზიციაზე, გუნდი არამხოლოდ დომინირებდა, არამედ გაცილებით ადრე უნდა დაესრულებინა ყველაფერი.

 

რატომ გაიყვანა პეპმა ტიაგო და მიულერი? პენალტების სერიაში, ორი კატასტროფული შესრულება ვიხილეთ. აშკარაა, რომ მიუნხენელებს არც კი უფიქრიათ საფეხბურთო ლატარეაზე", - განაცხადა მათეუსმა.

https://fci.ge/uploads/posts/2015-04/1430407301_lothar-matthaeus-kann-pep-guardiolas-entscheidungen-nicht-nachvollziehen-.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi