FCI.ge
FCI.ge
ფრიდრიხი: ბაიერნს არ სჭირდება რობენი ბარსელონას დასამარცხებლად |
გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ყველასათვის კარგად ნაცნობმა არნე ფრიდრიხმა განაცხადა, რომ მიუნხენის "ბაიერნს" არიენ რობენის გარეშეც შეუძლია ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა.
"რეკორდმაისტერს" საკმაოდ სერიოზული საკადრო პრობლემების გარეშე უწევს კატალონიის "ბარსელონასთან" დაპირისპირება, რომელიც ფანტასტიკურ ფორმაშია. თუმცა, შანსები ასეთი დიდი მატჩების დროს ყოველთვის თანაბარია.
"რობენს ძალიან ტკივა და მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ის ძალიან დაეხმარება "ბაიერნს", როდესაც გამოჯანმრთელდება.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" გავა ფინალში. გერმანული გუნდები ყოველთვის ახერხებდნენ ინდივიდუალისტების გამოგდებას.
"ბაიერნს" საკმაოდ დიდი კლასი გააჩნია და გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული. შესაბამისად, მჯერა, რომ "ბაიერნი" ჩამოვა ბერლინში", - განაცხადა ფრიდრიხმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.