FCI.ge
FCI.ge
კანიჯა: მესი განსხვავებული ფეხბურთელია არგენტინისთვის |
არგენტინის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, კლაუდიო კანიჯამ ისაუბრა ლეო მესიზე და აღნიშნა, რომ მას უჭირს არგენტინის ნაკრებში თამაში, "ბარსელონასთან" შედარებით.
"ბევრი კითხვებია მესის ირგვლივ. ნამდვილად, ის საუკეთესო ფეხბურთელია "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ, მაგრამ მას თხოვენ რომ იგივე გააკეთოს არგენტინის ნაკრებშიც.
ზოგჯერ, ძალიან რთულია ასეთივე თამაშის ჩვენება, რადგან ის 14 წლიდან თამაშობს ერთ გუნდთან ერთად, ერთი სათამაშო სტილით და ძალიან კარგად იცის საკუთარი სამუშაო მინდორზე.
ყველა კითხულობს თუ რატომ ვერ თამაშობს მესი არგენტინაში ისე, როგორც "ბარსელონას" მაისურით, მაგრამ ეს არის მარტივი. სათქმელად მარტივია, მაგრამ გასაკეთებლად - არა.
მესი დიდებული მოთამაშეა. იმედი მაქვს, რომ არგენტინასთან ერთად მოიგებს კოპა ამერიკას. მან მორიგი დიდებული მუნდიალი ჩაატარა და იმედი მაქვს, რომ ტრავმების გარეშე გააგრძელებს ასეთი მონდომებით, ფიზიკური კონდინციებით თამაშს.
მჯერა, რომ არგენტინის სჭირდება დიდებული მესი და მას შეუძლია ბევრი რამის გაკეთება საკუთარი ქვეყნის ნაკრებისთვის", - განაცხადა კანიჯამ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.