FCI.ge
FCI.ge
რექსაჩი: დანი ალვეში და ლუის ენრიკე ბარსელონაში დარჩებიან |
კატალონიის "ბარსელონას" სპორტული დირექტორი კარლეს რექსაჩი გამოეხმაურა ბოლოდროინდელ სატრანსფერო ჭორებს.
რექსაჩმა პირველ რიგში, დანი ალვეშის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომლის კონტრაქტიც სეზონის ბოლოს იწურება და ჯერჯერობით მხარეები ვერ თანხმდებიან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე.
"მე ვარ ერთ-ერთი მათ შორის, ვინც ხედავს დანის ჩვენს გუნდში. დარწმუნებული ვარ, რომ ის დარჩება "ბარსელონაში".
მწვრთნელი ლუის ენრიკე? ის მშვენივრად ასრულებს საკუთარ სამუშაოს, მეტს უბრალოდ ვერ მოვითხოვთ. ფიფას მოსალოდნელი სანქციები "რეალისა" და "ატლეტიკოს" მიმართ? თუ ლა ლიგაში სამი წამყვანი გუნდი ვერ განახორციელებს ტრანსფერს, მაშინ მსოფლიო ფეხბურთს განადგურება ემუქრება", - განაცხადა რექსაჩმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.