FCI.ge
FCI.ge
ბეილი ვარჯიშებს დაუბრუნდა |
მადრიდის "რეალის" შემტევი ნახევარმცველი გარეთ ბეილი დაუბრუნდა გუნდს და სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა დღეს.
უელსელმა ფეხბურთელმა, ტრავმა 18 აპრილს მიიღო, "მალაგასთან" შეხვედრაში (3:1) და მაქედან მოყოლებული იყო ლაზარეთში. თუმცა, "Marca"-ს ინფორმაციით, გარეთი უკვე მზად არის სათამაშოდ.
სავარაუდოდ, ბეილი მოახერხებს რამდენიმე წუთით თამაშს რამონ სანჩეს პენხუანზე, "სევილიას" წინააღმდეგ, ლა ლიგის მომდევნო ტურში.
თუმცა, "სამეფო კლუბისთვის" მთავარია, რომ ბეილი 100%-თ მზად იყოს ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩისათვის, ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.