FCI.ge
FCI.ge
პანენკა: მესის პენალტი ყველაზე ლამაზი იყო |
ლეგენდარული ანტონინ პანენკა გამოეხმაურა კატალონიის "ბარსელონას" ლიდერის, ლიონელ მესის მიერ გატანილ თერთმეტმეტრიანს "ხეტაფეს" კარში და აღნიშნა, რომ ეს ულამაზესი შესრულება იყო.
მოგეხსენებათ, რომ 1976 წლის ევროპირველობის ფინალში, სწორედ ლეგენდარულმა პანენკამ გაიტანა გადამწყვეტი პენალტი ე.წ "პარაშუტით" და მაქედან მოყოლებული დამკვიდრდა ეს სტილი მსოფლიო ფეხბურთში.
ჩეხი მოთამაშის სტილი არაერთმა გადაიღო და თანამედროვე ფეხბურთში ხშირად ასრულებენ "პანენკას პენალტებს", მაგრამ თავად ანტონინისთვის საუკეთესოა მესის მიერ შეგდებული თერთმეტმეტრიანი.
"ეს საუკეთესო პენალტი იყო, რაც ოდესმე მინახავს: არც ისე ძლიერი, მაგრამ ზუსტად შუაში და იდეალური ჩაშვების ტრაექტორიით. მისი ტექნიკა მიმზიდველია და ამ გოლმა მხოლოდ განამტკიცა მისი დიდებული ტალანტი.
მიხარია, რომ ფეხბურთელები ცდილობენ პანენკას პენალტების შერსულებას და ამის შემდეგ ჟურნალისტები სიამოვნებით, მხიარულად საუბრობენ ამაზე.
ფრანჩესკო ტოტის და ზინედინ ზიდანის მსგავსმა ფეხბურთელებმაც ცადეს მსგავსი პენალტების შესრულება, მაგრამ მესის თერთმეტმეტრიანი ყველაზე ლამაზია", - განაცხადა პანენკამ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.