FCI.ge
FCI.ge
ჰელმერი: რობენის ტრავმაში გვარდიოლაა დამნაშავე |
მიუნხენის "ბაიერნის" და დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი ცენტრალური მცველი, ლეგენდარული ტომას ჰელმერი ემხრობა ლოთარ მათეუსს და უკმაყოფილოა პეპ გვარდიოლას გადაწყვეტილებებით, გერმანიის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში.
"გვარდიოლა იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, არსებული პრობლემების გამო. "ბაიერნი" აკონტროლებდა ბურთს, უტევდა და ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყო, მაგრამ უცბად "ბორუსია" გახდა მოძრავი და რამდენიმე მომენტი შექმნა.
გაოცებული ვიყავი გვარდიოლას შეცვლებით. რატომ შეუშვა რობენი ასეთ დაძაბულ თამაშში? მან საკმაოდ მძიმე ტრავმა გადაიტანა, ამიტომ დიდი რისკი იყო არიენის მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა.
აგრეთვე ვერ გავიგე რატომ დატოვა მინდორი ტომას მიულერმა. ის ყოველთვის სახიფათოა, მაშინაც კი, როდესაც არ ატარებს დიდებულ მატჩს. აგრეთვე ვერ ვხვდები რატომ არ ითამაშა მარიო გიოტცემ თავიდანვე. წინა თამაშები მან სასტარტოში დაიწყო და რატომ არ შეიძლებოდა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მისი დაყენება, რათა საკუთარი ძალების ერწმუნა.
ჰოლგერ ბადშტუბერის ტრავმა იყო პირველი კატასტროფა. რობენის ტრავმა მეორე და თუ რობერტ ლევანდოვსკიც ვერ ითამაშებს "ბარსელონას" წინააღმდეგ, ეს მესამე კატასტროფა იქნება.
რიბერისა და რობენის ტრავმის შემდეგ, სწორედ რობერტია მთავარი შეტევაში. თამაშის ბედს დაცვითი მოქმედებები გადაწყვეტს და მიმაჩნია, რომ "ბაიერნს" ჯერ კიდევ გააჩნია საკმარისი დონე", - განაცხადა ჰელმერმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.