FCI.ge
FCI.ge
ჯერარდმა ფაულერს გადაასწრო |
"ლივერპულის" ლეგენდარული კაპიტანი სტივენ ჯერარდი კლუბის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში, მეხუთე ადგილზე გადავიდა.
დღეს, ბრენდან როჯერსის გუნდმა, "ქუინს პარკ რეინჯერსი" მიიღო საკუთარ მოედანზე და 2:1 იმარჯვა. 35 წლის ტივიმ თავისი 184-ე გოლი გაიტანა "ლივერპულის" მაისურით ყველა ტურნირზე და გადაასწრო რობი ფაულერს (183).
სტივენ ჯერარდი, ახლა იან რაშს (346), როჯერ ჰანტს (285), გორდონ ჯონსონს (241) და ბილი ლიდელს (228) ჩამორჩება.
წინა ტურში კი, ჯერარდმა პრემიერ ლიგაში მეცხრე პენალტი ვერ გამოიყენა, რაც მესამე შედეგია ტედი შერინგემისა (10) და ალან შირერის (11) შემდეგ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.