FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ინგლისის პრემიერ ლიგა: 3 მაისის მატჩების პრევიუ

3-05-2015
1 კომენტარი

ინგლისის პრემიერ ლიგის 35-ე ტური დღეს გაგრძელდება ორი თამაშით. გუშინ, დღე "მანჩესტერ იუნაიტედის" სენსაციური მარცხით დასრულდა და ვნახოთ დღეს რა მოხდება. მთავარი ყურადღება კი, სტემფორდისკენ იქნება მიმართული, სადაც შესაძლოა "ჩელსიმ" ოფიციალურად გაიფორმოს ჩემპიონობა. ტურის ცენტრალური მატჩი მოგვიანებით გაიმართება.

 

ჩელსი Vs კრისტალ პალასი

 

ჩემპიონატი: ინგლისის პრემიერ ლიგა, XXXV ტური

თარიღი: 16:30 საათი, 3 მაისი

სტადიონი: სტემფორდ ბრიჯი, ლონდონი

მთავარი მსაჯი: კევინ ფრენდი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Silk sport hd1; NTV+ Football1

 

ლონდონის "ჩელსის" გულშემატკივრები საკმაოდ დიდი ხანი ელოდნენ ამ დღეს - თუ "არისტოკრატები" საკუთარ კედლებში დაამარცხებენ "კრისტალ პალასს", ინგლისის ჩემპიონები გახდებიან, პირველად 2010 წლის შემდეგ და მეოთხედ პრემიერ ლიგის ისტორიაში. "არსენალთან" მნიშვნელოვანი ფრის შემდეგ, "ლურჯებმა" "ლესტერს" მოუგეს 3:1 და ფაქტიურად გაინაღდეს ჩემპიონობა. რათქმაუნდა, ლონდონის "არსენალსაც" მოსაგები აქვს, როგორც "მანჩესტერ სიტის", მაგრამ "ჩელსი" თუ მოიგებს უკვე არანაერი მნიშვნელობა აღარ ექნება კონკურენტების მატჩებს. ფაქტია, რომ "ჩელსი" ძალიან ახლოს არის დამსახურებულ ტიტულთან, რომელიც წესით დღეს უნდა გაიფორმოს ოფიციალურად. დიეგო კოსტა კვლავ ტრავმირებულია, შესაძლოა სეზონის ბოლომდე ვეღარ დაეხმაროს გუნდს, მაგრამ ამას უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. უკეთესი იქნება თუ ესპანელი მხოლოდ რეაბილიტაციის პროცესს მიხედავს და საბოლოოდ დაამარცხებს ბარძაყის ტრავმას. სამაგიეროდ, ლოიკ რემი გამოჯანმრთელდა და სავარაუდოდ დღეს ვიხილავთ მინდორზე, თუნდაც მეორე ტაიმში რამდენიმე წუთით. მოურინიო და მისი ბიჭები ეცდებიან, რომ დღესვე დაუსვან ყველაფერს წერტილი და ლონდონში დიდი ზეიმი მოაწყონ, სტემფორდი ემზადება ჩემპიონობისთვის.

 

შესანიშნავი სერიის შემდეგ, "კრისტალ პალასმა" მოულოდნელად წააგო ზედიზედ ორი საშინაო მატჩი, თანაც "ვესტ ბრომვიჩისა" და "ჰალ სიტის" წინააღმდეგ, სრულიად დამსახურებულად. "არწივები" საიმედო სიტუაციაში არიან, აღარაფერი აღარ ემუქრებათ და როგორც ალან პარდიუმ აღნიშნა, ისინი მხოლოდ დღესასწაულის გაფუჭებას აპირებენ, რომელიც დღეს იგეგმება სტემფორდ ბრიჯზე. ვნახოთ რამდენად გამოუვა ეს "კრისტალ პალასს", მაგრამ პრემიერ ლიგაში რომ არასოდეს არაფერს თმობს არავინ - ეს ყველამ კარგად იცის. "კრისტალ პალასს, კვლავ ვერ დაეხმარებიან მარუან შამახი და ფრეიზე კემბელი, ჯოელ უორდი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ჯერ არ არის 100%-თ მზად.

 

ვნახოთ როგორი ლონდონური დერბი გამოვიდა სტემფორდზე, სადაც ფავორიტი "ჩელსია" და რათქმაუნდა მხოლოდ მოსაგებად გავა მინდორზე.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ჩელსი: კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - რამირესი, მატიჩი - აზარი, ფაბრეგასი, ვილიანი - დროგბა.

 

კრისტალ პალასი: სპერონი - კელი, სკოტ დანი, დელაინი, სუარე - იედინაკი, მაკარტური - ზაჰა, პანჩეონი, ბოლაზი - მარეი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 14 შეხვედრიდან პრემიერ ლიგაში, "ჩელსიმ" მხოლოდ ერთი წააგო (9მ, 4ფ).

 

  • თუმცა, ალან პარდიუს ბოლო ექვსი თამაშიდან "ჩელსის" წინააღმდეგ, ოთხი მოგებული აქვს პრემიერ ლიგაში.

 

  • "კრისტალ პალასს" ყველაზე მეტი, 18 ქულა აქვს გადარჩენილი მიმდინარე სეზონში, მდევრის როლიდან.

 

  • ბოლო ექვსი ლონდონური დერბიდან, "ჩელსიმ" ხუთში შეინახა კარი მშრალად, მაგრამ იმ ერთ შეხვედრაში ხუთი გოლი გაუშვა "ტოტენჰემისგან".

 

  • "კრისტალ პალასი" ყველაზე უხეში გუნდია პრემიერ ლიგაში - 462 ჯარიმა.

 

  • "ჩელსი" გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონი გახდება და გაიმეორებს 2004/05 წლების სეზონის შედეგს. მაშინაც, "ლურჯებმა" 35-ე ტურში გაიფორმეს ჩემპიონობა.

 

 

ტოტენჰემი Vs მანჩესტერ სიტი

 

ჩემპიონატი: ინგლისის პრემიერ ლიგა, XXXV ტური

თარიღი: 19:00 საათი, 3 მაისი

სტადიონი: ეტიჰადი, მანჩესტერი

მთავარი მსაჯი: ანდრე მარინერი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Silk sport hd1; NTV+ Football1

 

ზედიზედ ორი უგოლო, წარუმატებელი თამაშის შემდეგ, "ტოტენჰემმა" 3:1 მოუგო სტუმრად "ნიუკალსს" და ფრედ 2:2 ითამაშა "საუთჰემპტონთან" ასევე სტუმრად. ამ ორ თამაშში ჩინებული იყო ნასერ ჩადლი, რომელიც შესაძლოა ამ მომენტისთვის თავის საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს პრემიერ ლიგაში გადმოსვლის დღიდან. ჰარი კეინმა ცოტათი მოუკლო, მაგრამ ცოტათი, ჩავარდნაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, ბომბარდირობის შანსი ახალგაზრდა ინგლისელს ჯერ კიდევ სერიოზული აქვს. მის გუნდს კი, სავარაუდოდ ევროპის ლიგით დაკმაყოფილება მოუწევს თუ თასზე რაიმე სენსაცია არ მოხდა. თუმცა, გუშინ "საუთჰემპტონმა" წააგო და ეს "დეზებს" უმარტივებს საქმეს. "ტოტენჰემი" მეექვსეზეა 58 ქულით და ერთით უსწრებს "წმინდანებს", დღეს გამარჯვების შემთხვევაში კი სხვაობა უფრო სოლიდური გახდება. მაურისიო პოჩეტინო იმედოვნებს, რომ დანი როუზი მზად იქნება სათამაშოდ, რადგან მისი შემცვლელი ბენ დევისი წინა ტურში დაიმტვრა და სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს. ქაილ უოლქერი, იუნეს ქაბული და ემანუელ ადებაიორი კვლავ ლაზარეთში არიან, ამიტომ განსაკუთრებული სიურპრიზები არ არის მოსალოდნელი.

 

მანჩესტერულ დერბიში განცდილი მარცხის შემდეგ, "მანჩესტერ სიტიმ" ზედიზედ ორი მატჩი მოიგო საკუთარ მოედანზე "ვესტ ჰემისა" და "ასტონ ვილას" წინააღმდეგ. წინა ტურში, "ქალაქელებმა" სერიოზული ბრძოლა გადაიტანეს, რადგან 2:0-დან "ასტონ ვილამ" გაათანაბრა ანგარიში და საბოლოოდ, ფერნანდინიომ შეაგდო გამარჯვების მომტანი გოლი. მანუელ პელეგრინის გუნდი 67 ქულით იყოფს მეორე ადგილს "არსენალთან", რომელსაც ერთი თამაში რეზერვში აქვს. თუმცა, "მეთოფეების" მთავარი საზრუნავი ამჟამად ასოციაციის თასის მოგებაა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" კი, გუშინ წააგო და შესაძლოა ამ ტურის შემდეგ სერიოზულად ჩამორჩეს კონკურენტებს. რათქმაუნდა, სამივე გუნდს სურს ვიცე-ჩემპიონობა და ვნახოთ საბოლოოდ ვინ დაიკავებს მეორე ადგილს. ორი კვირის განმავლობაში, "სიტი" კვლავ ია ია ტურეს გარეშე იქნება, რომელმაც ბარძაყის ტრავმა მიიღო. ვინსენ კომპანიც ტრავმირებულია.

 

ვაით ჰართ ლეინზე ყველაზე საინტერესო და სანახაობრივი მატჩია მოსალოდნელი, გუნდებს არაფერი აქვთ დასაკარგი და იმედია ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი გაიმართება.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ტოტენჰემი: ლორისი - დაიერი, ვერტონგენი, ფასიო, როუზი - ბენტალები, მეისონი - ჩადლი, ერიკსენი, ლამელა - კეინი.

 

მანჩესტერ სიტი: ჰარტი - საბალეტა, მანგალა, დემიჩელისი, კლიში - ფერნანდინიო, ლამპარდი - ნასრი, სილვა, ნავასი - აგუერო.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებული ბოლო 11 შეხვედრიდან, "ტოტენჰემმა" მხოლოდ ერთხელ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

 

  • "მანჩესტერ სიტის", "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო რვა მატჩიდან პრემიერ ლიგაში, შვიდი აქვს მოგებული და ერთხელ წააგო.

 

  • მანუელ პელეგრინის ხელმძღვანელობით, "მანჩესტერ სიტიმ" 15 გოლი გაუტანა "ტოტენჰემს" სამ შეხვედრაში.

 

  • სერხიო აგუეროს, "დეზების" წინააღმდეგ ჩატარებულ ექვს შეხვედრაში, ცხრა გოლი აქვს გატანილი.

 

  • "მანჩესტერ სიტის" ზედიზედ ოთხი გასვლითი თამაში აქვს წაგებული პრემიერ ლიგაში. ზედიზედ ხუთი მარცხი კი, 2006 წლის აპრილის შემდეგ არ განუცდია "სიტის".

 

ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 სერხიო აგუერო მანჩესტერ სიტი 21 4
2 ჰარი კეინი ტოტენჰემი 20 2
3 დიეგო კოსტა ჩელსი 19 0
4 ჩარლი ოსტინი ქუინს პარკ რეინჯერსი 17

3

5 ალექსის სანჩესი არსენალი 14 0

https://fci.ge/uploads/english-premier-league.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi