FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

სიმეონე: დარწმუნებული ვარ, რომ მესამე ადგილზე გავალთ

3-05-2015
9 კომენტარი

მიუხედავად ბილბოს "ატლეტიკთან" დაკარგული ქულებისა (0:0), მადრიდსი "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი პირდაპირ მოხვდება ჩემპიონთა ლიგაზე.

 

გუშინდელ შეხვედრაში, მატჩის მთავარმა არბიტრმა "ატლეტიკოს" ორი გოლი არ ჩაუთვალა, მაგრამ არგენტინელმა სპეციალისტმა ამაზე არ ისაუბრა, რადგან "როხიბლანკოს" ისედაც სოლიდური უპირატესობა აქვს.

 

"არამგონია, რომ მატჩის საბოლოო შედეგი სხვანაერი ყოფილიყო, მსაჯს რომ გაუქმებული გოლების მომენტებში ჩვენს სასარგებლოდ მიეღო გადაწყვეტილება.

 

მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ. მომეწონა გუნდების ბრძოლისუნარიანობა, მათ დაპირისპირების მოგება მოახერხეს. თუმცა, ფრით დაკმაყოფილება მოგვიწია, ვერაფერს შევცვლით.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს და ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ადგილით, პირდაპირ გავა. ჩვენი მიზანიც ეს არის", - განაცხადა ჩოლომ.

 

ამჟამად, "ატლეტიკო" მესამე პოზიციას იკავებს და შვიდით უსწრებს კონკურენტებს, მაგრამ "ვალენსიას" დღეს აქვს შანსი, რომ სხვაობა ოთხ ქულამდე დაიყვანოს. თუმცა, ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ სამი ტურია დარჩენილი.

https://fci.ge/uploads/posts/2015-05/1430641703_269919.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi