FCI.ge
FCI.ge
ანჩელოტი: ჯერ კიდევ შეგვიძლია ლა ლიგის მოგება |
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, შეაფასა საკუთარი გუნდის საკმაოდ რთული გამარჯვება "სევილიასთან" გასვლაზე - 3:2.
""ბარსელონა"? ეს დიდებული გუნდია. მათი თავდამსხმელები, საკმაოდ ეფექტურები არიან. სულაც არ ვარ გაკვირვებული, რომ მათ ამდენი გოლი გააქვთ.
რამონ სანჩეს პენხუანზე მოპოვებული გამარჯვება? ეს არ ყოფილა ადვილი. კმაყოფილნი ვართ იმით, რასაც მივაღწიეთ. ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა.
ჯერ კიდევ შეგვიძლია ლა ლიგის მოგება. ტურინის "იუვენტუსთან" მატჩისწინ, ეს სამი ქულა მხოლოდ გვმატებს თავდაჯერებულობას.
დიახ, სეზონის მსვლელობისას ხშირად დავკარგეთ ქულები, მაგრამ ახლა ამის გახსენების დრო არ არის. ეს, კამპანიის დასრულების შემდეგ უნდა გავაანალიზოთ", - ამბობს პაპა კარლო.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.