FCI.ge
FCI.ge
ბუფონი: ეს სკუდეტო - დიდი მიღწევაა ჩემთვის |
ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარული გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი ძალიან ბედნიერია იტალიის ჩემპიონატის მოგებით.
გუშინ, "ბიანკონერიმ" 1:0 დაამარცხა სტუმრად "სამპდორია" და ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გაინაღდა ზედიზედ მეოთხე სკუდეტო.
"მხოლოდ ათიწუთიანი ზეიმის უფლება მოგვცეს. მადრიიდს "რეალთან" თამაში მუდმივად ტრიალებს თითოეული ჩვენთაგანის გონებაში, მაგრამ სიხარული - უდიდესი იყო.
ახლა, აუცილებლად მთელი კონცენტრაციით უნდა გადავერთოთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე. თუ ასე არ მოვიქცევით, აუცილებლად ვინანებთ.
ჩემპიონატის ბოლოს, გუნდმა რამდენიმე ქულა გაანიავა, მაგრამ ეს სავსებით ნორმალური და გასაგები იყო, რადგან ეს კამპანია საკმაოდ რთული გამოდგა ჩვენთვის.
ეს სკუდეტო დიდი მიღწევაა ჩემთვის. ტიტულის ზედიზედ მეოთხედ მოპოვება ამტკიცებს, რომ ამ გუნდს ვერავინ შეედრება იტალიაში ამბიციებით, სულისკვეთებითა და გამარჯვების სურვილით", - განაცხადა ჯიჯიმ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.