FCI.ge
FCI.ge
მასკერანო: ბარსელონამ ლუის ენრიკეს წყალობით მიაღწია წარმატებას |
"კორდობასთან" მოპოვებული არანორმალური გამარჯვების შემდეგ (8:0), კატალონიის "ბარსელონას" უნივერსალურმა უკანა ხაზელმა, ხავიერ მასკერანომ, შეაქო გუნდის თავკაცი ლუის ენრიკე.
""ბარსელონამ" მწვრთნელის წყალობით მიაღწია წარმატებას და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. მას ბევრს აკრიტიკებდნენ შემადგენლობის მუდმივი როტაციის გამო, სამაგიეროდ, სეზონის ბოლოს, საკმაოდ ენერგიულად ვგრძნობთ თავს.
მიუხედავად შედეგისა, უნდა გვახსოვდეს, რომ არავინ, არასდროს, არაფრის გარანტიას არ იძლევა ფეხბურთში, აქ ყველაფერია შესაძლებელი.
აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ სიფრთხილე. ბოლო თამაშის ფინალურ სასტვენამდე, ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. ერთი შეცდომაც კი, ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანს", - განაცხადა მასკერანომ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.