FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ერნანეში: ჩემი სალტო ლოტიტოს ეძღვნება

11-05-2015
0 კომენტარი

მილანის "ინტერის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ერნანეშმა, შეაფასა გუშინდელი თამაში სტადიო ოლიმპიკოზე, რომელიც "ნერაძურიმ" 2:1 მოიგო.

 

ერნანეშისთვის ეს იყო განსაკუთრებული მატჩი, რადგან "ლაციოს" წინააღმდეგ თამაშობდა და ორივე გოლი მის ანგარიშზეა. პირველი ბურთი ბრაზილიელმა საჯარიმო დარტმით შეაგდო და სალტოთი აღნიშნა, რის გამოც ტრიბუნების სერიოზული ობსტრუქცია დაიმსახურა.

 

თუმცა, მატჩის შემდეგ ერნანეშმა ბოდიში მოუხადა ქომაგებს და განაცხადა, რომ ეს რომაული კლუბის პრეზიდენტისთვის, კლაუდიო ლოტიტოსთვის გააკეთა.

 

"ეს იყო ყველაზე მოსაწყენი სალტო ჩემს ცხოვრებაში. არ მინდოდა "ლაციოს" გულშემატკივრების გაბრაზება, ეს მხოლოდ ლოტიტოსთვის გავაკეთე.

 

რამდენიმე ხნის უკან, მან ზედმეტად ბევრი ისაუბრა. მაშინ, ჯერ კიდევ სათადარიგო სკამზე ვიჯექი და მან განაცხადა, რომ სარფიანად გამყიდა. ეს ძალიან არ მომეწონა.

 

ეს არ არის ჩემს სტილში, მაგრამ ძალიან მინდოდა ამ გოლების გატანა და საინტერესოა ახლა როგორ ფიქრობს ჩემზე დონ კლაუდიო. ჩემი სალტო სწორედ ლოტიტოს ეძღვნებოდა.

 

"ინტერის" ქომაგებს შეუძლიათ, რომ ქუჩაში გამაჩერონ და მკითხონ თუ რატომ ვთამაშობდი "ლაციოში" უკეთ. თუმცა, ახლა ნამდვილად უკეთესად ვგრძნობ თავს და ამის დამტკიცება მსურს", - განაცხადა ერნანეშმა.

https://fci.ge/uploads/posts/2015-05/1431329800_10052015-lazio-inter-capriola-hernanes.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi