FCI.ge
FCI.ge
მანჩინი: იტალიაში, გუნდებმა ცხრა კაცითაც იციან თავდაცვა |
მილანის "ინტერის" მთავრმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, შეაფასა საკუთარი გუნდის გუშინდელი გამარჯვება, რომელიც ძალიან რთულად მოიპოვეს.
სტადიო ოლიმპიკოზე, "ლაციომ" კარგად დაიწყო და დებიუტშივე დაწინაურდა, მაგრამ დაახლოებით 25-ე წუთისთვის მასპინძლები ათი კაცით დარჩნენ. "ინტერმა" ანგარიში უმალვე გაათანაბრა ერნანეშის დიდებული საჯარიმო დარტყმით, მეორე ნახევარში კი "ლაციო" საერთოდ ცხრა კაცით დარჩა და სტუმრებმა ბოლოსკენ ისევ ერნანეშის წყალობით გაიტანეს გამარჯვების გოლი.
აღსანიშნავია, რომ "ინტერმა" უკვე ზედიზედ მეორედ დაამარცხა სტუმრად ცხრა კაციანი მეტოქე და ორივეჯერ ძალიან გაუჭირდა ამის გაკეთება.
"სამწუხაროდ, ძალიან ბევრი საგოლე მომენტი გავანიავეთ. ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იყო საინტერესო მატჩი იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ფანტასტიკურ სეზონს ატარებს.
რათქმაუნდა ჯერ კიდევ მოსამატებელი გვაქვს, მაგრამ "ინტერი" პროგრესირებს. იტალიაში, გუნდებმა ცხრა კაცითაც იციან თავდაცვა. მაშინაც რთულია თავისუფალი ზონების შექმნა, როდესაც ორი კაცით მეტი გყავს მინდორზე.
იკარდიმ ვერ გამოიყენა პენალტი? მაურო აგრძელებს განვითარებას, მაგრამ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. საკუთარი მომენტები რომ 100%-თ გამოეყენებინა, ჰეთ-რიქს გაიფორმებდა. სამაგიეროდ, კარგი იყო კომბინაციების დროს", - განაცხადა მანჩინიმ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.