FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

როჯერსი: ჩელსის ქომაგებმა აღიარეს, რომ ეპოქა სრულდება

11-05-2015
6 კომენტარი

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა, შეაფასა საკუთარი გუნდის გუშინდელი თამაში სტემფორდ ბრიჯზე, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.

 

ჩრ.ირლანდიელმა სპციალისტმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმ ეპიზოდს, როდესაც მთელმა სტადიონმა ფეხზე წამომდგარმა, აპლოდისმენტებით გააცილა ლეგენდარული სტივენ ჯერარდი მოედნიდან, რომელმაც საპასუხო ბურთი შეაგდო პირველი ტაიმის მიწურულს.

 

"საშინლად დავიწყეთ ეს მატჩი და სწრაფი გოლი გავუშვით, მაგრამ მოვახერხეთ თამაშში დაბრუნება. ჯერარდმა კარგი გოლი გაიტანა და მეორე ტაიმში უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ბოლო პასი გვაკლდა.

 

სტივენმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ვფიქრობ, მან დაიმსახურა აღიარება "ჩელსის" ქომაგებისგან და მივეცი იმის შანსი, რომ თავისი წილი აპლოდისმენტებისა მიეღო, თანაც სტივენი ბოლო თამაშს ატარებდა სტემფორდ ბრიჯზე, სავარაუდოდ.

 

ვფიქრობ, "ჩელსის" ფანებმა აღიარეს, რომ ეპოქა სრულდება - დიდი ინგლისელი ფეხბურთელი ტოვებს ქვეყანას", - განაცხადა როჯერსმა.

https://fci.ge/uploads/posts/2015-05/1431332188_252087cc00000578-0-image-a-1_1422439747154.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi