FCI.ge
FCI.ge
გვარდიოლა: ბაიერნში ვრჩები! |
როგორც ჩანს, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ზაფხულში არ შეიცვლის სამუშაო ადგილს და "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტს ბოლომდე ამოწურავს.
გამომდინარე იქიდან, რომ "ბაიერნი" უკვე მეორე სეზონია ნადგურდება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, იყო ვარაუდი მისი ნაადრევად წასვლისა უკვე ამ ზაფხულს, მაგრამ პეპმა ინფორმაცია უარყო.
ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერებოდა "მანჩესტერ სიტისთან" მოლაპარაკებაზე, მაგრამ ეს შესაძლოა მართალიც იყოს, უბრალოდ პეპი მომდევნო სეზონს მიუნხენში ჩაატარებს.
"კიდევ ერთი წელი დამრჩა კონტრაქტის მიხედვით, ამიტომ მომდევნო სეზონშიც დავრჩები. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა, მეტს ვერაფერს გეტყვით.
"ბარსელონასთან" მატჩი? ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. საწყის 15-20 წუთში ყველაფერს ვერ გავაკეთებთ. პირველ რიგში ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რის შემდეგაც ვნახოთ რა მოხდება.
არ იქნება ადვილი ბურთის დაჭერა და თამაშის გაკონტროლება, მაგრამ ვეცდებით. მათ სამბურთიანი უპირატესობა აქვთ, მაგრამ ეს მხოლოდ თამაშია. ვეცდებით, რომ საკუთარ თამაშს მივაქციოთ ყურადღება და არა ტაბლოს.
ნამდვილად არ ვფიქრობ იმაზე თუ რა მოხდება "ბარსელონას" გოლის შემთხვევაში. თუ მეტოქე გაიტანს, ხუთი გვექნება საპასუხოდ შესაგდები, მაგრამ ეს არ მადარდებს. ბოლო შვიდ შეხვედრაში, "ბარსელონამ" 27 გოლი გაიტანა და არცერთი არ გაუშვია", - განაცხადა გვარდიოლამ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.