FCI.ge
FCI.ge
ალ-კელაიფი: ჩემპიონთა ლიგის დროა! |
"პარისენ-ჟერმენის" პრეზიდენტი ნასერ ალ-კელაიფი მზად არის იზეიმოს ზედიზედ მესამე ჩემპიონობა ეროვნულ ჩემპიონატში და გარდა ამისა, დარწმუნებულია საკუთარი გუნდის სამომავლო წარმატებაში.
პროექტი, რომელიც ამ ამბიუციურმა ბიზნესმენმა წამოიწყო, იდეალურად მიმდინაროებს, "პსჯ" დომინანტი გახდა საფრანგეთში, ევროპაში კი ამ სეზონში დიდი ნაბიჯი გადადგა წინ, როდესაც მენტალურად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ლონდონის "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში.
"ეს დიდებული საღამოა ჩვენთვის. ყველამ ბევრი იშრომა, რათა საფრანგეთის ლიგა 1-ს ეს გათამაშება მოგვეგო. მინდა მადლობა გადავუხადო ქომაგებს, რომლებიც ყოველ თამაშზე მოდიოდნენ და მხარს გვიჭერდნენ.
ჩვენი მიზანი - განვითარების, ზრდის გაგრძელებაა. დარწმუნებული ვარ გუნდის ნათელ მომავალში და იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ. სწორედ ამისათვის ვიბრძვით", - განაცხადა ელ-კელაიფიმ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.