FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

დი მარია: მანჩესტერ იუნაიტედს ნამდვილი დი მარია ჯერ არ უნახავს

17-05-2015
1 კომენტარი

"მანჩესტერ იუნაიტედის" არგენტინელი ვარსკვლავი ანხელ დი მარია მზად არის დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები ნისლიან ალბიონზე, ჩაგდებული პირველი სეზონის შემდეგ.

 

მადრიდის "რეალიდან" კოლოსალურ თანხად შეძენილმა ანხელმა მხოლოდ 23 მატჩი ჩაატარა წითელი მაისურით ყველა ტურნირზე ერთად და ვერ მოიკიდა ფეხი ვან გაალის გუნდში.

 

თუმცა, ჯერ არაფერია დასრულებულია, რადგან დი მარაი გეგმავს საკუთარი თავის მომდევნო სეზონში წარმოჩენას, შანსს კი აუცილებლად მისცემენ.

 

"არ ვარ ბედნიერი ჩემი პირველი წლით ინგლისში. "რეალიდან" აქ ტიტულის მოსაგებად გადმოევდი და ეს სეზონი ძალიან ცუდი გამოდგა ჩემთვის. იმედგაცრუებული ვარ, უკეთესი მინდოდა.

 

თუმცა, ინგლისელ გულშემატკივრებს ჯერ არ უნახავთ რეალური დი მარია. მჯერა, რომ უკეთეს დონეზე შემიძლია ასპარეზობა. თუმცა, ეს წელი არ გამოდგა საკმარისად კარგი.

 

ინგლისურ ფეხბურთში ადაპტირება არც ისე მარტივია. მითხრეს კიდეც, რომ აქ უცხოელისთვის პირველი წელი ძალიან რთულია, რაც მართალი აღმოჩნდა. ჩემი მიზანი მხოლოდ ერთი წელი არ ყოფილა, მინდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიის ნაწილი გავხდე.

 

სტადიონი არის ნამდვილი ღირსშესანიშნაობა, ფანები არანორმალურები არიან - ეს ფანტასტიკური კლუბია. ერთადერთი იმის გამო ვწუხვარ, რომ ქომაგებმა ვერ ნახეს ჩემგან ის, რაც სურდათ.

 

ჩემი ოცნება, "იუნაიტედთან" ერთად პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა", - განაცხადა დი მარიამ.

https://fci.ge/uploads/posts/2015-05/1431852755_dimaria.png
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi