FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ვან გაალი: ჩელსიმ იცის თუ როგორ დაასრულოს თამაში

17-05-2015
4 კომენტარი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა ისაუბრა იმ უპირატესობაზე, რომლის წყალობითაც ლონდონის "ჩელსიმ" საკმაოდ დამაჯერებლად მოიპოვა ინგლისის პრემიერ ლიგის ტიტული 2015 წელს.

 

"რათქმაუნდა, საკმაოდ გავიზარდეთ და ეს კარგია, მაგრამ ჯერ კიდევ სასწავლი გვაქვს "ჩელსის" მანერა თუ როგორ უნდა მიიყვანო თამაში სასურველ შედეგამდე. სწორედ ეს არის განსხვავება.

 

მჯერა, რომ "არსენალს" "ჩელსიზე" უკეთესი გუნდი ჰყავს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ საქმის ისე დასრულება, როგორც "ჩელსის". ეს მოდის ნიჭიდან და გამოცდილებიდან, რომელიც ისეთ მოთამაშეებს გააჩნიათ, როგორებიც ჯონ ტერი და გარი კეჰილი არიან მაგალითისთვის.

 

"ჩელსისთან" საშინაო თამაშში ძალიან კარგები ვიყავით და სტუმრად კიდევ უფრო უკეთესნი, იმაზე გაცილებით კარგები, ვიდრე მოურინიომ თქვა მატჩის შემდეგ.

 

"ტოტენჰემის" წინააღმდეგ, ორივე თამაშში უკეთესნი ვიყავით. "ლივერპულთან" საშინაო შედეგი (3:0) უდავოდ ზედმეტი იყო, მაგრამ ენფილდზე ფანტასტიკურად ვითამაშეთ.

 

განსხვავება არ არის თამაშის დონეში, მაგრამ უნდა იცოდე როგორ დაასრულა მატჩი შენს სასარგებლოდ - "ჩელსიმ" ეს საუკეთესოდ შეასრულა", - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

https://fci.ge/uploads/posts/2015-05/1431853229_lvg_3272555b.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi