FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

როჯერსი: ჯერარდი ლივერპულისთვის შეუცვლელია

17-05-2015
1 კომენტარი

სტივენ ჯერარდმა ბოლო თამაში ენფილდზე 1:3 წააგო "კრისტალ პალასთან", გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი კი დარწმუნებულია, რომ მის შემცვლელს გუნდი ვერ ნახავს.

 

სამწუხაროა, რომ ასეთი ეპოქები სრულდება, მაგრამ ამას წინ ვერავინ აღუდგება. 34 წლის ინგლისელს ფენომენალური დახვედრა მოუწყო ენფილდმა, რომელიც როჯერსის აზრით მეორე სტივის ვერ ნახავს.

 

"ყოველთვის ვამბობდი, რომ სტივენ ჯერარდი არის ფეხბურთელი და პიროვნება, რომელმაც განუმეორებელი სტანდარტები დაამყარა ამ კლუბში და გააკეთა "ლივერპულისთვის" ისეთი რამ, რაც უბრალოდ შეუდარებელია. ზაფხულში ბევრი სამუშაო გვექნება, რათა მოვუმატოთ და სწორედ ეს იქნება გამოწვევა, სტივის გარეშე დარჩენილი "ლივერპულის" ხილვა საინტერესოა.

 

ჩემი აქ ყოფნის დროს, უკვე დავკარგეთ ერთი დიდი ფეხბურთელი ჯეიმი კარაგერის სახით. ჯეიმიმ და სტივიმ პრემიერ ლიგის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს, ისინი ენფილდის გმირები არიან.

 

აგრეთვე მძიმე იყო მსოფლიო კლასის ლუის სუარესის დაკარგვა, მაგრამ აუცილებლად გავაგრძელებთ მისი შემცვლელის პოვნას.

სტივის ძალიან ლამაზი გაცილება მოუწყვეს და ყველაფერი დიდებული იყო, თავიდან-ბოლომდე. მხარდაჭერა, რომელიც მან მიიღო - აბსოლიტურად ბრწყინვალე გახლდათ, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო", - განაცხადა როჯერსმა.

https://fci.ge/uploads/posts/2015-05/1431857994_1431800258212_lc_galleryimage_liverpool_s_steven_gerrar.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi