FCI.ge
FCI.ge
ჯერარდი: ლივერპულის ქომაგები ყველაზე ერთგულნი არიან |
"ლივერპულის" კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა საკუთარი ემოციები გაგვიზიარა მას შემდეგ, რაც დატოვა ენფილდი და უბრალოდ დიდებული გაცილების მომსწრე გახდა, მერსესაიდული გრანდის ქომაგებმა, თავიანთ ლეგენდას, კაპიტანს ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეს.
"ეს ძალიან უცნაური იყო. ყველაზე მეტად ამ მომენტის მეშინოდა და ახლა ძალიან მტკივა, რადგან ვხვდები, რომ ამ გულშემატკივრებისთვის ვეღარასდროს ვითამაშებ.
უკანასკნელად უნდა გადავუხადო მადლობა ჩვენს ქომაგებს, ისინი მსოფლიოში ყველაზე ერთგულნი არიან. ბევრი სხვადასხვა ფანების წინაშე მითამაშია და შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენები - საუკეთესონი არიან.
კლუბი კარგ ხელშია, ჩინებული ხელმძღვანელობა გვყავს და ფანტასტიკური მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი. ჩვენს შემადგენლობას უდიდესი პოტენციალი გააჩნია. დარწმუნებული ვარ, უახლოეს კვირეებში რამდენიმე ტრანსფერსაც განვახორციელებთ. თითოეული "ლივერპულის" მოთამაშე მიყვარს და ვუსურვებ ყველაფერ საუკეთესოს", - ამბობს სტივი.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.