FCI.ge
FCI.ge
სუარესი - ჯერარდს: მადლობა ყველაფრისთვის ლეგენდა |
კატალონიის "ბარსელონას" ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, საკუთარი "ინსტაგრამის" მეშვეობით, მადლობა გადაუხადა ყოფილ თანაგუნდელ სტივენ ჯერარდს, რომელმაც გუშინ ბოლო მატჩი ჩაატარა ენფილდზე.
სუარესმა არაერთი უნიკალური წელი გაატარა სტივი ჯისთან ერთად და მათ საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. შესაბამისად, სუარესი მადლობელია ინგლისელი ნახევარმცველის.
"მადლობა შენ, ლეგენდა, ყველაფრისთვის, რაც ჩემს გამო გააკეთა ინგლისში და იმ სიამოვნებისთვის, რომელიც მსოფლიო ფეხბურთს მიანიჭე.
მადლობა, მეგობარო. შენ ნამდვილად შედიხარ უდიდესი მოთამაშეების სიაში", - ამბობს სუარესი.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.