FCI.ge
FCI.ge
სტარიჯი: ჯერარდი - ლივერპულის ისტორიაში საუკეთესოა |
"ლივერპულის" ინგლისელი თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი, რომელიც ახლა ამერიკაში მკურნალობს, გამოეხმაურა სტივენ ჯერარდის ბოლო მატჩს ენფილდზე და ფანტასტიკური სიტყვებით შეაქო ლეგენდა.
"ყველაზე დიდი ფეხბურთელი მათ შორის, რომელსაც ოდესმე უტარებია "ლივერპულის" მაისური. ძალიან მინდოდა, რომ მასთან ერთად ვყოფილიყავი კლუბში გატარებული ბოლო კვირეების განმავლობაში.
ჯერარდმა ბევრი რამ მასწავლა მინდორზე და მის გარეთაც. როდესაც "ლივერპულში" გადმოვედი, ვნერვიულობდი და არ ვიცი რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ სტივი დამეხმარა, რომ თავი მნიშვნელოვან ფიგურად მეგრძნო.
არსებობს ასეთი გამონათქვამი: "შენ ვერ გაიგებ იმის ნამდვილ ფაასს რაც გაგაჩნია, სანამ არ დაკარგავ". თუმცა, ჩვენ უკვე ვიცით თუ როგორ დაგვაკლდება სტივენი", - წერს საკუთარი "ინსტაგრამის" გვერდზე სტარიჯი.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.