FCI.ge
FCI.ge
ბოატენგი: ბაიერნის ქომაგებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ |
"ფრაიბურგთან" მარცხის შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა, ჟერომ ბოატენგმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი ვალდებულია ბოდიში მოიხადოს საკუთარი ქომაგების წინაშე.
"რეკორდმაისტერმა" ზედიზედ მესემე თამაში წააგო ეროვნულ ჩემპიონატში, რაც 1998 წლის შემდეგ პირველად მოხდა და ერთადერთი გასასამართელებლი საბუთი უკვე ჩემპიონობაა.
თუმცა, ბოატენგი მიიჩნევს, რომ "ბაიერნმა" ბოდიში უნდა მოიხადოს, რაც აბსოლიტურად შეესაბამება რეალობას, მიუნხენელები უბრალოდ შეეშვნენ ფეხბურთის თამაშს.
"უბრალოდ უკეთესად უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი, ვიდრე ამას ახლა ვაკეთებთ ბუნდესლიგაში. ბოდიში უნდა მოვუხადოთ გულშემატკივრებს", - განაცხადა ჟერომმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.