FCI.ge
FCI.ge
ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონია! |
რამდენიმე წუთის წინ ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის 37-ე ტური დასრულდა და უკვე ოფიციალურად გაირკვა ახალი ჩემპიონის ვინაობა - კატალონიის "ბარსელონამ" რევანში აიღო და სწორედ იმ გუნდის სტაიდიონზე იზეიმა ჩემპიონობა, რომელმაც კამპ ნოუზე მოიპოვა 2014 წლის ლა ლიგის თასი.
"ბლაუგრანამ" ვისენტე კალდერონზე ლიონელ მესის დიდებული გოლით დაამარცხა მადრიდის "ატლეტიკო" 1:0 და ახლა მსოფლიოში საუკეთესო მათემატიკოსებიც ვერ გამონახავენ საშუალებას თუ როგორ შეიძლება გადაასწროს "რეალმა" "ბარსას".
კატალონიურმა გრანდმა, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მეხუთედ მოიგო ლა ლიგა, ისტორიაში კი 23-ედ მოიპოვა საჩემპიონო ტიტული, რაც "სამეფო კლუბის" შემდეგ საუკეთესო შედეგია.
აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკეს გუნდი სავარაუდოდ აუცილებლად დაამყარებს ორ საკმაოდ სასიამოვნო რეკორდს: გაშვებული ბურთების რაოდენობა და ბურთების შეფარდება. ამჟამად, "ბარსას" მხოლოდ 19 გოლი აქგს გაშვებული, როდესაც რეკორდი 21-ია, ბურთების შეფარდებით კი საუკეთესო შედეგი უკვე გაიმეორეს კატალონიელებმა - +89, მსგავსი რამ ჟოზე მოურინიოს "რეალმა" გააკეთა 2011/12 წლების სეზონში.
გარდა ამისა, "ბარსელონამ" საკლუბო რეკორდიც შეიძლება მოხსნას გატანილი გოლების რაოდენობით თუ ბოლო ტურში შვიდ გოლს გაუტანს "დეპორტივოს", რაც არ არის გამორიცხული, უბრალოდ გადახედეთ ამ "მონსტრების" ბოლო შედეგებს.
ლეგენდარულმა ხავიმ საკუთარი ლა ლიგის მედლების კოლექცია უკვე რვამდე შეავსო, რაც "ბარსელონას" ისტორიაში რეკორდია. პირველად იზეიმებენ ჩემპიონობას: ტერ შტეგენი, ბრავო, დუგლას ფერეირა, ჟერემი მატიე, ივან რაკიტიჩი, ლუის სუარესი, ნეიმარი, სანდრო რამირესი და მუნირ ელ ადადი, აგრეთვე გუნდის თავკაცი ლუის ენრიკე.
აქვე გეტყვით, რომ ლა ლიგის ამ ტურში ბევრი საინტერესო რამ მოხდა: "ვალენსიამ" დაკარგა ქულები და "სევილიას" უკვე მხოლოდ ქულით უსწრებს, ბილბაოს "ატლეტიკმა" უნიკალური ქამბექით და "მალაგას" მარცხით ისარგებლა - გადავიდა ევროპის ლიგის ზონაში, აგრეთვე "დეპორტივომ" და "გრანადამ", საკუთარი მოგებებით, "ალმერია" ჩაუშვეს გასავარდნ ზონაში. ასე, რომ 38-ე ტურში ინტრიგა საკმაოდ სერიოზული იქნება.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.