FCI.ge
FCI.ge
უეფამ იტალია - სერბეთი განიხილა |
უეფამ განიხილა იტალია - სერბეთის დროს მომხდარი ინციდენტი და მიიღო გადაწყვეტილება ჩაუთვალოს აპენინელებს გამარჯვება ანგარიშით 3:0.
თუმცა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო არ შემოიფარგლა მხოლოდ სერბული მხარის დასჯით. უეფამ იტალიელებს 100 000 ევრო დააკისრა ჯარიმის სახით და პირობითად 1 მატჩი ცარიელ ტრიბუნებში. მიზეზი ასეთი სანქციისა გახლავთ ის, რომ იტალიელებმა ვერ მოახერხეს ხულიგნებთან დაკავშირებული გართულებული სიტუაციის მართვა. ცარიელ სტადიონზე თამაში პირობითი სასჯელია, უფრო კონკრეტულად კი თუ ანალიგიური შემთხვევა არ განმეორდება მომდევნო 2 წლის განმავლობაში აპენინელებს არ მოუწევთ თამაშის ჩატარება ცარიელი ტრიბუნების შემხედვარე.
ცარიელი ტრიბუნებით თამაში მოუწევთ ასევე სერბებსაც (2 მატჩი, აქედან 1 პირობითი).
უეფამ მიმართა ფეხბურთის ფედერაციებს და მოსთხოვა სერბ გულშემატკივარზე ბილეთის გაყიდვის აკრძალვა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.