FCI.ge
FCI.ge
ოფიციალურად: ვოლშაიდი სტოკის ფეხბურთელია |
გერმანელი ცენტრალური მცველი ფილიპ ვოლშაიდი "სტოკ სიტის" სრულფასოვანი წევრი გახდა.
ინგლისური გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ "სტოკის" ხელმძღვანელობა შეუთანხმდა ლევერკუზენის "ბაიერს" და გამოისყიდა ფილიპის კონტრაქტი.
ვოლშაიდმა, რომელიც "სტოკს" ზამთარში შეუერთდა იჯარის წესით და დაცვის ახალი ლიდერი გახდა, სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება ბრიტანიაზე.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, ვოლშაიდმა 12 მატჩი ჩაატარა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.