FCI.ge
FCI.ge
ვალვერდემ გაახანგრძლივა |
როგორც მოსალოდნელი იყო, ბილბაოს "ატლეტიკის" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ახალი კონტრაქტი გააფორმა საკუთარ კლუბთან.
ბასკების ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ 51 წლის ესპანელმა სპეციალისტმა, მოქმედი ხელშეკრულება ერთი წლით გადაავადა და 2016 წლის ზაფხულამდე იმუშავებს სან მამესზე.
მიმდინარე სეზონის მსვლელობისას, არაერთხელ გაჩნდა ეჭვი, რომ ვალვერდემ შესაძლოა დატოვოს პოსტი, რადგან "ატლეტიკმა" უბრალოდ საშინელი პირველი წრე ჩაატარა და ჩემპიონთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. თუმცა, 2015 წელს ბასკებმა ჩინებულად იასპარეზეს და ესპანეთის თასის ფინალშიც გავიდნენ, ლა ლიგაში კი ევროტურნირების ზონაში არიან.
ერნესტო ვალვერდე "ატლეტიკში" 2013 წლის ზაფხულში მივიდა და პირველივე სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნა 1999 წლის შემდეგ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.