FCI.ge
FCI.ge
პრემიერ ლიგა: აზარი - საუკეთესო მოთამაშეა, მოურინიო - მწვრთნელი |
ინგლისის პრემიერ ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ მოიპოვა სეზონის საუკეთესო მოთამაშისა და მწვრთნელის პრიზი. როგორც მოსალოდნელი იყო, ლონდონის "ჩელსის" წარმომადგენლები დასაჩუქრდნენ.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ედენ აზარმა მიიღო, რომელიც პრემიერ ლიგის ხელმძღვანელებმაც აღიარეს. ბეგიელმა აჯობა ჯონ ტერის, ნემანია მატიჩს, სესკ ფაბრეგასს, დავიდ დე ხეას, ჰარი კეინს, ალექსის სანჩესსა და სერხიო აგუეროს.
ედენ აზარმა, მიმდინარე სეზონში 34 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა, აგრეთვე ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა გუნდისთვის და სრულიად დამსახურებულად მიიღო ეს ჯილდოც.
ჟოზე მოურინიომ კი საუკეთესო მწვრთნელის ტიტულისთვის ბრძოლაში გარი მონკი, არსენ ვენგერი, რონალდ კუმანი და ნაიჯელ პირსონი დაჯაბნა. პორტუგალიელმა ინგლისის ჩემპიონატის გარდა, "ჩელსის" ლიგის თასიც მოაგებინა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.