FCI.ge
FCI.ge
მირანტე: ინტერთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებ |
გაკოტრებული "პარმას" გოლკიპერმა, ანტონიო მირანტემ განაცხადა, რომ მილანის "ინტერთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს.
იტალიურ პრესაში ხშირად იწერება, რომ "ინტერი" სწორედ მირანტეში ხედავს სამირ ჰანდანოვიჩის ღირსეულ შემცვლელს, ახლა კი ეს ინფორმაცია ანტონიომაც დაადასტურა.
"ვამაყობ, რომ საკმაოდ ბევრ კლუბთან აკავშირებენ ჩემს სახელს. აგენტთან ერთად, სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავ, რაც საკმაოდ სასიამოვნო პროცესია ჩემთვის.
"ინტერი" - დიდებული კლუბია, რატომ არ უნდა მინდოდეს იქ თამაში? საკუთარ თავს ამბიციურ ადამიანად ვთვლი, ამიტომ მსურს იმის დამტკიცება, რომ მაღალ დონეზე შემიძლია ასპარეზობა. ეს წელი ძალიან სამწუხარო გამოდგა.
აგენტმა მითხრა, რომ "ინტერი" ჩემით ინტერესდება, რაც გამიხარდა და ვთხოვე, რომ ამ საკითზე იზრუნოს", - განაცხადა მირანტემ.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში, 31 წლის იტალიელმა გოლკიპერმა 31 მატჩი ჩაატარა და იდეალურად გამოიყურება, ის "პარმას" უდავოდ ყველაზე გამორჩეული ფიგურაა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.