FCI.ge
FCI.ge
რეინარტცი აინტრახტში გადადის |
ლევერკუზენის "ბაიერის" გამოცდილი საყრდენი ნახევარმცველი შტეფან რეინარტცი კარიერას ფრანკფურტის "აინტრახტში" გააგრძელებს.
მოგეხსენებათ, რომ ბუნდესლიგის წინა ტურში, "ჰოფენჰაიმთან" თამაშის შემდეგ (2:0), რეინარტცი სიმონ როლფესთან და გონსალო კასტროსთან ერთად ტრიბუნებზე ავიდა და ქომაგებს პირადად დაემშვიდობა, მისი ხელშეკრულება ივლისში იწურება.
ახლა კი, "ფარმაცეპტების" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა, რომ 26 წლის გერმანელი, რომელსაც დაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში, "აინტრახტში" გადავა, ორწლიანი კონტრაქტი უკვე გაფორმებულია.
"დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მენტალიტეტის და გამოცდილების მქონე ფეხბურთელი გუნდისთვის ახალი იმპულსი გახდება", - ამბობს ფრანკფურტული კლუბის სპორტული დირექტორი ბრუნო ჰიუბნერი.
შტეფან რეინარტცი ლევერკუზენის "ბაიერის" აღზრდილია და გერმანიის ბუნდესლიგაში არაერთი სეზონი აქვს ჩატარებული.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.