FCI.ge
FCI.ge
როსიცკი არსენალში რჩება |
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა დაადასტურა, რომ გამოცდილი ჩეხი ნახევარმცელი მომდევნო სეზონს ემირიათსზე დაიწყებს.
34 წლის ტომაშ როსიცკიმ მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე ერთად, მაგრამ ძირითადად შეცვლებზე გადიოდა მინდორზე და მისი კონტრაქტი ზაფხულში იწურებოდა.
თუმცა, ლეგენდარული ფრანგი სპეციალისტის სიტყვებით, ამოქმედდება ხელშეკრულების ავტომატურად ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტი და ტომაში მომავალ სეზონსაც "არსენალში" ჩაატარებს.
"ტომაში არ მონაწილეობას სატრანსფერო კამპანიაში. ის მომდევნო სეზონშიც ჩვენთან ერთად იქნება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ როსიცკი პეტერ ჩეხის კარგი მეგობარია, მის გამოყენებას არ ვაპირებთ. დიახ, შესაძლოა მოთამაშეები ერთმანეთს შეეხმიანონ, მაგრამ კლუბი თავის საქმეში არ ჩარევს", - განაცხადა ვენგერმა, რომელსაც ჩეხის ყიდვა სურს "ჩელსისგან".
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.