FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

გერმანიის ბუნდესლიგა: ბოლო ტურის პრევიუ

22-05-2015
0 კომენტარი

პირველად, სწორედ გერმანიის ეროვნული ჩემპიონატი დასრულდება, სადაც საოცარი ბრძოლაა გადარჩენისთვის. უკვე ვიცით ჩემპიონი, მიუნხენში დღეს თასი ჩავა, სამეული გამოკვეთიალია, "ბაიერსაც" განაღდებული აქვს მეოთხე ადგილი, ევროპის ლიგის საგზურს "ვერდერი" და "დ.ბორუსია" გაითამაშებენ, მაგრამ ქვევით ნამდვილი საოცრებაა - ხუთი გუნდი იბრძვის გადარჩენისთვის, შანსი აქვს ყველას და ვნახოთ საბოლოოდ ვინ დარჩება: "ფრაიბურგი", "ჰანოვერი", "შტუტგარტი", "ჰამბურგი", "პადერბორნი"...

 

აინტრახტი Vs ბაიერი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XXXIV ტური

თარიღი: 17:30 საათი, 23 მაისი

სტადიონი: კომერცბანკ-არენა, ფრანკფურტი

მთავარი მსაჯი: გუიდო ვინკმანი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Eurosport2 (ცოცხალი)

 

ექვსმატჩიანი მოუგებელი და ოთხმატჩიანი უგოლო სერია, ფრანკფურტის "აინტრახტმა" 32-ე ტურში შეწყვიტა, როდესაც შინ 3:1 მოუგო "ჰოფენჰაიმს" დიდებულ სტილში. წინა ტურში კი, "არწივები" კევინ ტრაპმა იხსნა და უგოლო ფრე გაუგორა ბერლინის "ჰერტას" სტუმრად. ახალგაზრდა გერმანელი გოლკიპერი კვლავ ოპტიმალურ ფორმაშია, მას შემდეგ, რაც მძიმე ტრავმა გადაიტანა და რთული პერიოდიც გადალახა. ალექსანდ მაიერის არყოფნაში გუნდმა მოუკლო, მაგრამ ეს მოსალოდნელიც არის, გერმანელი თავდამსხმელი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია "აინტრახტისთვის". ფრანკფურტელები 40 ქულით მე-11 ადგილზე არიან და ეცდებიან, რომ სეზონი ცხრილის ზედა ნაწილში დაასრულონ ღირსეულად, საშინაო გამარჯვებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ტომას შააფის პირველი სეზონი ფრანკფურტში წარმატებული გამოვიდა, მან მოახერხა გუნდის ახალ სტილში ათამაშება და ვნახოთ რას იზამს მომავალში. მაიერის გარდა, "აინტრახტს" ანდერსონ ბამბა, მედოევიჩი, კიტელი და ლუკას პიაზონი ვერ ეხმარებიან.

 

ლევერკუზენის "ბაიერსაც" არანაერი მოტივაცია არ გააჩნია, "ფარმაცეპტებმა" მესამე ადგილზე გასვლის შანსი მიუნხენგლადბახის "ბორუსიასთან" მარცხის შემდეგ დაკარგეს და ახლა ცდილობენ იფიქრონ მომავალ სეზონზე. როჯერ შმიდტმა კონტრაქტი გაახანგრძლივა, ის 2019 წლამდე დარჩება გუნდში, სამაგიეროდ სიმონ როლფესი, გონსალო კასტრო და შტეფან რეინარტცი დაემშვიდობნენ ბაიარენას წინა ტურში, ისინი ტოვებენ გუნდს და "ბაიერი" ცენტრის გაძლიერებას ეცდება. 33-ე ტურში, "ფარმაცეპტებმა" ჰაკან ჩალჰანოღლუს იდეალური თამაშით 2:0 მოუგეს "ჰოფენჰაიმის" და დღესაც გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. პაპადუპოულოსის და კრუსის გარდა, ბოლო ტურს იომერ თოფრაქტი გამოტოვებს დისკვალიფიკაციის გამო, თურქ ცენტრალურ მცველს ათი ყვითელი დაუგროვდა სეზონში. მოსალოდნელია, რომ სწორედ ფრანკფურტის "აინტრახტში" მიმავალი რეინარტცი დაიწევს დაცვაში ტიმ იედვაის გვერდით.

 

ვნახოთ როგორი მატჩი გაიმართება ფრანკფურტში, ეს არის ერთადერთი თამაში ამ ტურში, რომელსაც აბსოლიტურად არანაერი მნიშვნელობა არ გააჩნია, როგორც ერთი, ისე მეორე გუნდისთვის, ამიტომ დიდებული სანახაობაა მოსალოდნელი.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

აინტრახტი: ტრაპი - ჩენდლერი, სამბრანო, მადლუნგი, ოშიპკა - რუსი, ჰასებე - აიგნერი, შტენდერა, ჯაკპა - სეფეროვიჩი.

 

ბაიერი: ლენო - ჰილბერტი, რეინარტცი, იედვაი, ვენდელი - ლარს ბენდერი, როლფესი - ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, სონი - კისლინგი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ფრანკფურტის "აინტრახტს" ათმატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს საკუთარ მოედანზე ბუნდესლიგაში, რაც 2000 წლის შემდეგ არ მომხდარა.

 

  • ამ გუნდების 59 დაპირისპირებიდან ბუნდესლიგაში, არცერთი არ დასრულებულა უგოლო ფრედ - რაც საუკეთესო შედეგია.

 

  • სიმონ როლფესი კომერცბანკ-არენაზე ბუნდესლიგაში ბოლო მატჩს ჩაატარებს, არადა 2005 წლის 7 აგვისტოს სწორედ ამ სტადიონზე შედგა მისი დებიუტი გერმანიის ჩემპიონატში, როდესაც "ბაიერმა" 4:1 იმარჯვა.

 

  • ალექს მაიერი დიდი ალბათობით "აინტრახტის" მესამე მოთამაშე გახდება ისტორიაში იორნ ანდერსონისა და ენტონი ებოას შემდეგ, რომელიც ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.

 

 

კიოლნი Vs ვოლფსბურგი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XXXIV ტური

თარიღი: 17:30 საათი, 23 მაისი

სტადიონი: რეინენერჯიშტადიონი, კიოლნი

მთავარი მსაჯი: პეტერ გაგელმანი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Eurosport2 (ცოცხალი)

 

ხუთმატჩაინი დაუმარცხებელი სერია, "კიოლნმა" წინა ტურში შეწყვიტა და სტუმრად 0:2 დამარცხა "მაინცთან", მაგრამ ურიგოდ არ უთამაშია და ჰქონდა რამდენიმე საგოლე მომენტი. თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან "თხებმა" უკვე გაინაღდეს ადგილი ბუნდესლიგაში და მშვიდად დაასრულებენ სეზონს. პეტერ შტიოგერმა საკუთარი ამოცანა შეასრულა, "კიოლნი" საკმაოდ ღირსეულად გამოვიდა ამ კამპანიაში და დაამტკიცა, რომ სერიოზული გუნდია, რომელიც ნებისმიერს გაუწევს სერიოზულ ბრძოლას. პატრიკ ჰელმესის გარდა, გუნდს ოლკოვსკი ვერ დაეხმარება ბოლო ტურში. დღეს, ნიგერიელი თავდამსხმელი ენტონი უჯა "კიოლნის" მაისურით ბოლო მატჩს ჩაატარებს, რადგან ზაფხულში ბრემენის "ვერდერს" შეუერთება, ამიტომ ეს ემოციური მატჩი იქნება მისთვის. აგრეთვე, ეს იქნება ბოლო მატჩი 22 წლის ავსტრიელი მცველი ვიმერისთვის, რომელიც "ტოტენჰემში" გადადის.

 

გერმანიის თასის ფინალში გასვლის შემდეგ, "ვოლფსბურგმა" "ჰანოვერთან" დაკარგა ქულები, შემდეგ 3:1 დაამარცხა "პადერბორნი" და წინა ტურში დორტმუნდის "ბორუსია" დაჯაბნა საკუთარ მოედანზე. "მგლებმა" 2:1 იმარჯვეს ნალდოს მორიგი გოლით, მაგრამ "ვოლფსბურგს" უამრავი შანსი ჰქონდა, დიტერ ჰეკინგის გუნდმა დიდებულად ითამაშა და დღეს მხოლოდ ერთი ქულას სჭირდება მეორე ადგილის გასაფორმებლად. "მ.ბორუსია" ორი ქულით უკან არის, ბურთების სხვაობა კი "მგლებს" უკეთესი აქვთ. ჰეკინგი სავარაუდოდ დაასვენებს ნალდოსა და რიკარდო როდრიგესს, რომელთაც მინიტრავმები აქვთ. აგრეთვე, ტრავმირებულნი არიან ბენალიო, ფელიპე და აარონ ჰანტი. დღევანდელი თამაშის მთავარი გმირები კევინ დე ბრუინი და ბას დოსტი იქნებიან, თანაც ვინ იცის, შესაძლოა ეს ბელგიელის ბოლო მატჩი იყოს მწვანე მაისურით.

 

"ვოლფსბურგი" ფავორიტია და ვალდებულია, რომ მოიპოვოს საჭირო ერთი ქულა, რათა გემანიის ვიცე-ჩემპიონი გახდეს.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

კიოლნი: ჰორნი - ბრეჩკო, მაროჰი, ვიმერი, ექტორი - რისე, ლემანი, ფოგტი, ნაგასავა - ბრიოკერი, უჯა.

 

ვოლფსბურგი: გრიუნი - ვიერინია, კნოხე, კლოზე, შეფერი - გილავოგი, გუსტავო - პერიშიჩი, დე ბრუინი, კალიჯური - დოსტი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • წინა ტურში, "ვოლფსბურგმა" მეოცე გამარჯვება იზეიმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, საკლუბო რეკორდი კი 21 მოგებაა, რომელიც 2008/09 წლების სეზონში დამყარდა. გარდა ამისა, "მგლებს" შეუძიათ ახალი საკლუბო რეკორდის დამყარება თუ დღეს მოიგებენ. "ვოლფსბურგს" ახლა 25 ქულა აქვს მოგროვებული სტუმრად, რეკორდი კი 27 გახლავთ, რომელიც ასევე საჩემპიონო სეზონში დაამყარეს.

 

  • "კიოლნს" ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია აქვს საკუთარ მოედანზე.

 

  • "კიოლნმა" 13-ჯერ შეინახა კარი მშრალად ამ სეზონში, კიდევ ერთი მშრალი მატჩი და საკლუბო რეკორდი დამყარდება.

 

 

მ.ბორუსია Vs აუგსბურგი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XXXIV ტური

თარიღი: 17:30 საათი, 23 მაისი

სტადიონი: ბორუსია პარკი, მიუნხენგლადბახი

მთავარი მსაჯი: მიხაელ ვაინერი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Eurosport2 (ცოცხალი)

 

ლევერკუზენის "ბაიერთან" მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, "მ.ბორუსიამ" სტუმრად 2:0 მოუგო ბრემენის "ვერდერს" რაფაელის დუბლით და ოფიციალურად გაინაღდა მესამე ადგილი. ლუსიან ფავრმა მიზანს მიაღწია - მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, მაგრამ ზაფხულში სერიოზულ დანაკლისს განიცდის, რადგან მაქს კრუზე და კრისტოფ რკამერი მიდიან, მაგრამ პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ფრანკო დი სანტო გადავა ბორუსია პარკზე, ლარს შტინდლმა კი კონტრაქტი უკვე გააფოორმა. ასე, რომ "მ.ბორუსია" ემზადება ცვლილებებისთვის, დღეს კი ეცდება სეზონის გამარჯვებით დასრულებას. მიუნხენგლადბახელებისთვის ეს დიდებული სეზონია, რომელიც იმსახურებს შესაფარის დასასრულს. მარტინ შტრანცლსი გარდა, ალვარო დომინგესია ტრავმირებული და აგრეთვე ტომ იანშკემ მიიღო წინა ტურში მეხუთე გაფრთხილება სეზონში და დისკვალიფიკაცირებულია. მოსალოდნელია, რომ დაცვის ცენტრში ნორდტვეიტი ითამაშებს.

 

მეორე წრეში "აუგსბურგი" უბრალოდ გადაიწვა და შესაძლოა დაკარგოს ადგილი ევროპის ლიგაზე. ამჟამად, მარკუს ვაინცირლის გუნდი მეექვსე პოზიციაზეა 43 ქულით, მაგრამ დორტმუნდის "ბორუსია" მხოლოდ სამით არის უკან. თუმცა, "აუგსბურგს" უკვე განაღდებული აქვს ევროტურნირებზე თამაში, რადგან: თუ დღეს ვაინცირლის გუნდმა წააგო და "დ.ბორუსიამ" მოიგო, გუნდი მეშვიდე ადგილით გავა ევროპის ლიგაზე; თუ "ვერდერმა" იმარჯვა, მაშინ "აუგსბურგს" ბურთების უკეთესი შეფარდება ექნება და დარჩება საკუთარ პოზიციაზეა, ასე რომ მარკუს ვაინცირლს შეუძლია სიმშვიდე შეინარჩუნოს. წინა ტურში, "აუგსბურგმა" დაკარგა კაპიტანი პოლ ვერჰაეგი, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო, აგრეთვე ბარათების ლიმიტი ამოწურა რაულ ბობადილიამ და ისიც დისკვალიფიკაცირებულია. კალსენ-ბრაკერი, მორავეკი, რეინჰარდტი, ჯურიჩიჩი, პარკერი და კაიუბი კვლავ ლაზარეთში არიან.

 

"მ.ბორუსია" ფავორიტია და "აუგსბურგის" ასეთი დანაკლისის ფონზე, ალბათ უნდა მოახერხოს გამარჯვების მოპოვება.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

მ.ბორუსია: ზომერი - კორბი, ბროუვერსი, ნორდტვეიტი, ვენდტი - ჰერმანი, კრამერი, ჯაკა, ფ.ჯონსონი - რაფაელი, კრუზე.

 

აუგსბურგი: ჰიტცი - ფოილნერი, ჰონგი, კლავანი, ბაბა - კორი, ბაიერი - ესვაინი, ალტინტოფი, ტობ.ვერნერი - მიოლდერსი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • მიუნხენგლადბახის "ბორუსია" 1986/87 წლების სეზონის შემდეგ არ გამხდარა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი.

 

  • "აუგსბურგი" ისოტირაში პირველად ითამაშებს ევროარენაზე.

 

  • "მ.ბორუსიამ" ერთი ქულაც რომ მოიღოს, ისტორიაში საუკეთესო წრეს ჩაატარებს - 40 ქულა, ეს ამ კლუბს არასოდეს გაუკეთებია.

 

  • "მ.ბორუსიამ" მხოლოდ 23 გოლი გაუშვა და 15-ჯერ შეინახა კარი მშრალად, საკლუბო რეკორდი - 24 გაშვებული ბურთი და 15 მშრალი თამაშია.

 

  • "აუგსბურგის" მარცხენა მცველი ბაბა საუკეთესო განაპირა მცველია ბუნდესლიგაში ორთაბრძოლების დროს.

 

 

ჰოფენჰაიმი Vs ჰერტა

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XXXIV ტური

თარიღი: 17:30 საათი, 23 მაისი

სტადიონი: რეინ-ნეკარ-არენა, სინშიმი

მთავარი მსაჯი: კნუტ კირხერი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Eurosport2 (ცოცხალი)

 

მარკუს გისდოლის გუნდი აშკარად ამოვარდა ფორმიდან, რაზეც ბოლო რვა თამაშში მოპოვებული ერთადერთი გამარჯება მოწმობს. "ჰანოვერთან" გამარჯვების შემდეგ, გუნდმა "დ.ბორუსიასთან" ითამაშა ფრე და ბოლო ორი მატჩი წააგო, მაგრამ ჯერ კიდევ აქვს თეორიული შანსები ევროპის ლიგაზე მოსახვედრად. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, "სოფლელებისთვის" ეს წარმატებული სეზონი იქნება, მაგრამ გუნდს სერიზოული მუშაობა მოუწევს ზაფხულში, რადგან რობერტო ფირმინიოს და კევინ ფოლანდის შენარჩუნება წარმოუდგენლად რთული იქნება. დღევანდელ შეხვედრას, ნიკოლას ზიულე და შიპლოკი გამოტოვებენ.

 

ბერლინის "ჰერტას" შეუძლია გააგრძელოს მოუგებელი სერია, მაგრამ მოუპოვოს ერთი ქულა მაინც, რათა ოფიციალურად გაინაღდოს ადგილი ბუნდესლიგაში. პოლ დარდაის გუნდმა წინა ტურში ვერფრით გატეხა ფრანკფურტის "აინტრახტის" გოლკიპერი და ახლა მცირედით ანერვიულებს საკუთარ ქოამგს. ბერლინური კლუბი 35 ქულით მე-13 ადგილზეა და გამარჯვების შემთხვევაში აბსოლიტურად არაფერი დაემუქრება, როგორც ასევე ფრის შემთხვევაში. უნგრელი სპეციალისტის მოსვლის შემდეგ, "ჰერტამ" აშკარად მოუმატა, მაგრამ გუნდს აკლია სტაბილურობა და ეფექტურობა შეტევაში. ჩიგერჩი, ბაომიოჰანი, ბენ-ჰატირა ლაზარეთში არიან, ჯონ ბრუკსმა კი ხუთი ყვითელი ბარათი დააგროვა სეზონში და დისკვალიფიცირებულია. ამერიკელ ცენტრალურ მცველს, დიდი ალბათობით, გამოცდილი ჯონი ჰეიტინგა შეცვლის.

 

"ჰოფენაიმს" ევროპის ლიგაზე გასვლის მინიმალური შანსები აქვს, "ჰერტას' კი გავარდნის მინიმალური შანსები, ამიტომ მატჩი იქნება ცოტათი მნიშვნელოვანი და ალბათ ძალიან დაძაბული, ინტენსიური.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - ბეკი, შტრიობლი, ბიჩაკჩიჩი, კიმი - რუდი, შვეგლერი, პოლანსკი - ფოლანდი, მოდესტე, ფირმინიო.

 

ჰერტა: კრაფტი - პეკარიკი, ჰეიტინგა, ლანგკამპი, პლატენჰარდტი - სკელბრედი, ლუსტენბერგერი - ჰარაგუჩი, შტოკერი, ნიკო შულცი - კალუ.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "ჰერტას" ბოლო ექვსი მატჩი არ მოუგია, "ჰოფენჰაიმს" კი - სამი.

 

  • მას შემდეგ, რაც ბერლინის "ჰერტა" პოლ დარდაიმ ჩაიბარა, გუნდი მერვე ადგილზეა ცხრილში (17 ქულა 14 თამაშში).

 

  • პირველ წრეში, "ჰოფენჰაიმმა" 5:0 გაანადგურა "ჰერტა" ბერლინში, რაც "სოფლელების" ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა ბუნდესლიგაში.

 

  • "ჰერტას" წარმატების გარანტია სებასტიან ლანგკამპია. მან 13 მატჩი დაიწყო ძირითადში და გუნდმა 14 გოლი გაუშვა, მის გარეშე კი "ჰერტამ" 19 თამაშში 37 ბურთი მიიღო.

 

 

ბაიერნი Vs მაინცი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XXXIV ტური

თარიღი: 17:30 საათი, 23 მაისი

სტადიონი: ალიანს არენა, მიუნხენი

მთავარი მსაჯი: ტორსტენ კინჰოფერი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Eurosport2 (ცოცხალი)

 

მიუნხენის "ბაიერნი" "რეკორდმაისტერიდან" "ანტირეკორდმაისტერად" გადაიქცა. "ბარსელონასთან" ღირსეული ბრძოლის შემდეგ, გუნდმა "აუგსბურგთან" წააგო შინ 0:1 და ამის შემდეგ სტუმრად დამარცხდა "ფრაიბურგთან" 1:2, მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნი" დაწინაურდა. მიუხენურმა გრანდმა 1998 წლის შემდეგ, პირველად წააგო ზედიზედ სამი მატჩი ბუნდესლიგაში. პეპ გვარდიოლა ჯერჯერობით არ აპირებს წასვლას და კმაყოფილდება ვერცხლის სინით, რომელიც "ბაიერნმა" უკვე დიდი ხანია გაიფორმა. თუმცა, მეორე წრეში "ბაიერნი" ვერ არის დამაჯარებელი, შედეგებიც გაუარესდა და თამაშის ხარისხიც. თუმცა, დღეს მიუნხენში მხოლოდ ზეიმი იქნება, რადგან გუნდი 25-ედ ჩაიბარებს ჩემპიონის ტიტულს, ეს უდიდესი წარმატებაა. "ბაიერნი" იზეიმებს ჩემპიონობას, ამიტომ მხოლოდ პოზიტიური განწყობა იქნება, მიუხედავად კლუბში არსებული მძიმე სიტუაციისა. გუნდს რეინა, შტარკე, ალაბა, ბადშტუბერი, რიბერი, რობენი ვერ დაეხმარებიან. მოსალოდნელია, რომ გვარდიოლა აბსოლიტურად საუკეთესო თერთმეტეულს შეარჩევს, რათა "რეკორდმაისტერმა" სეზონის ბოლო მატჩი, საშინაო მატჩი დაასრულოს დიდებული გამარჯვებით.

 

ჩემპიონატის აუტსაიდერებთან მარცხის შემდეგ, "მაინცმა" შინ 2:0 მოუგო "კიოლნს"  და 40 ქულით მეათე ადგილზე გადაინაცვლა. მარტინ შმიდტი იდეალურად მუშაობს და რათქმაუნდა მომდევნო სეზონშიც ის უხელმძღვანელებს "კარნავალელებს". "მაინცს" კვლავ ნედელევი, კასტილიო, ჰოფმანი და სოტო ვერ დაეხმარებიან. ეს მატჩი ბოლო იქნება "მაინცის" ლეგენდარული კაპიტანი ნოვესკისთვის, რომელიც კარიერას ასრულებს. ნორვეგიელის გაცილება წინა ტურში შედგა.

 

მიუნხენში მხოლოდ ერთი შედეგია მოსალოდნელი და "ბაიერნს" სხვა გზა არც აქვს, პეპ გვარდიოლას გუნდი ვალდებულია სეზონი მოგებით, თანაც დამაჯარებელი მოგებით დაასრულოს.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ბაიერნი: ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, დანტე, ბერნატი - ლამი, შვაინშტაიგერი, ტიაგო - მიულერი, ლევანდოვსკი, გიოტცე.

 

მაინცი: კარიუსი - ბროსინსკი, ბელი, ბიუნგერტი, პარკი - გაისი, ბაუმგარტლინგერი - ხაირო, კოო, დე ბლაზისი - ოკაზაკი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • მეორე წრის შედეგებით, მიუნხენის "ბაიერნი" მხოლოდ მეოთხე გუნდია ბუნდესლიგაში და ხუთჯერ წააგო, "ვერდერსა" და "კიოლნსაც" კი უფრო კარგი მაჩვენებელი აქვთ.

 

  • მარტინ შმიდტის ხელმძღვანელობით, "მაინცი" საშუალოდ 1,5 ქულას იღებს მატჩში, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

 

  • ბოლო რვა სეზონის განმავლობაში, "ბაიერნის" 17-ვე საშინაო თამაშისთვის ყველა ბილეთი იქნა გაყიდული, რაც უბრალოდ არანორმალური შედეგია.

 

  • ბოლო 32 წლის განმავლობაში, "ბაიერნს" სეზონის ბოლო თამაში არ წაუგია ბუნდესლიგაში.

 

 

პადერბორნი Vs შტუტგარტი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XXXIV ტური

თარიღი: 17:30 საათი, 23 მაისი

სტადიონი: ბენტელერ-არენა, პადერბორნი

მთავარი მსაჯი: დენის აიტეკინი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Eurosport2 (ცოცხალი)

 

"ფრაიბურგთან" მოპოვებული ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, "პადერბორნმა" "ვოლფსბურგთან" წააგო 1:3 და წინა ტურში ძალიან არ გაუმართლა. ანდრე ბრაიტენრიტერის გუნდმა დაჯაბნა "შალკე" გელზენკინხენში, მაგრამ ბოლო წამებზე კაპიტანმა ჰიუნმეიერმა ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში. "პადერბორნი" 31 ქულით ბოლო ადგილზეა, მაგრამ "ვოლფსბურგთან" მატჩშიც დაამტკიცა, რომ საკმაოდ კარგი შეტევითი პოტენციალი გააჩნია და აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებს. შესაძლოა გუნდი გამარჯვებამაც ვერ იხსნას, მაგრამ "პადერბორნი" აუცილებლად ღირსეულად დაასრულებს ამ სეზონს. დუკშის, მეჰას და ბერტელსის გარდა, გუნდს მარცხენა მცველი ბრიუკნერი დააკლდება, რომელიც დისკვალიფიკაცირებულია. ბრაიტენრიტერის კოლექტივს დასაკარგი არაფერი აქვს, ამიტომ ბოლომდე ეცდებიან საკუთარი საუკეთესო თვისებების გამოვლინებას.

 

ჰუბ სტევენსმა მოახერხა "შტუტგარტის" გონს მოყვანა და "შვაბებმა" ზედიზედ ორი საშინაო თამაში მოიგეს ანგარიშით 2:1 და ბოლო ტურში "ჰამბურგის" წინააღმდეგ უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს. იდეალურ ფორმაში შევიდა გუნდის ნახევარდაცვა და თავდასხმა, სერეი დიედან დაწყებული გინჩეკით დასრულებული, ყველა ჩინებულ ფორმაშია და გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, მრავალფეროვანი მოთამაშე ალექსანდრ მაქსიმი არ ითვლება ძირითადის წევრად. "შტუტგარტი" 32 ქულით ფლეი-ოფის ზონაშია და დღეს მოგება დატოვებს გუნდს ეროვნულ ჩემპიონატში. "შტუტგარტს" არანაერი დანაკლისი არ აქვს და ყველაფერს გააკეთებს, რომ დარჩეს. სტევენსი რათქმაუნდა საუკეთესო თერთმეტეულს გაიყვანს მინდორზე.

 

ბენტელერ-არენაზე უაღრესად საინტერესო მატჩი გაიმართება, სადაც ორივე გუნდი შეუტევს და ეცდება მოიპოვოს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება. ეს პირველი "ექვსქულიანი" მატჩია ამ ტურში.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

პადერბორნი: ლუკას კრუზე - ჰეინლოტი, შტრიოდეკი, ჰიუნმეიერი, ჰარტერცი - ბაკალორცი, ვრანჩიჩი, რუპი - კოჩი, ლაკიჩი, შტოპელკამპი.

 

შტუტგარტი: ულრაიხი - შვააბი, რუდიგერი, ბაუმგარტლი, კლაინი - გენტნერი, სერეი დიე - ჰარნიკი, დიდავი, კოსტიჩი - გინჩეკი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "შალკესთა" მარცხის შემდეგ, "პადერბორნი" მიმდინარე სეზონში პირველად აღმოჩნდა ბოლო ადგილზე, რაც ფაქტიურად კატასტროფის ტოლფასია. ბუნდესლიგის ისტორიაში, არცერთი გუნდი არ გადარჩენილა, რომელიც ბოლოსწინა ტურში მე-18 პოზიციას იკავებდა.

 

  • "შტუტგარტმა" 2013 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად მოიგო ზედიზედ ორი მატჩი ბუნდესლიგაში.

 

  • "შვაბები" კვლავ პირველი გასვლითი მოგების მოლოდინში არიან ბუნდესლიგაში (ორი ფრე, ხუთი წაგება).

 

  • "პადერბორნი" და "შტუტგარტი" უშუალო კონკურენტებთან ჩინებულად ასპარეზობენ: "პადერბორნი" - 17 ქულა "ჰერტას", "ფრაიბურგის", "ჰანოვერის", "შტუტგარტისა" და "ჰამბურგის" წინააღმდეგ (5მ, 2ფ და 2წ); "შტუტგარტი" - 16 ქულა (4მ, 4ფ, 1წ).

 

  • "პადერბორნს" მატჩის ბოლო 15 წუთში 19 გოლი აქვს გაშვებული, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

 

ჰანოვერი Vs ფრაიბურგი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XXXIV ტური

თარიღი: 17:30 საათი, 23 მაისი

სტადიონი: HDI არენა, ჰანოვერი

მთავარი მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Eurosport2 (ცოცხალი)

 

როგორც იქნა, "ჰანოვერმა" წინა ტურში პირველი გამარჯვება მოიპოვა მეორე წრეში და ეს გუნდის დიდებული კაპიტნის ლარს შტინდლის დამსახურებაა. "ჰანოვერის" ათიანი ზაფხულში "მ.ბორუსიაში" გადავა, მაგრამ სურს კლუბის ღირსეულად დატოვება და ამას საქმით ამტკიცებს. შტინდლი უდავოდ საუკეთესოა ამ სეზონში "ჰანოვერის" შემადგენლობაში და "აუგსბურგთან" დუბლით ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა "ჰანოვერს". მიხაელ ფრონჩეკის გუნდი 34 ქულით მე-14 ადგილზეა და შესაძლოა ფრეც საკმარისი გამოდგეს ადგილის შესანარჩუნებლად, მაგრამ სიმშვიდისთვის მოგებაა საჭირო. შტინდლის გარდა, იდეალურ ფორმაში იმყოფება ამერიკელი ჯიმი ბრიანი და ისიც დატოვებს გუნდს ზაფხულში. აღსანიშნავია იაპონელი კოიტაკეს მონდომებაც, რომელიც წინა ტურებში საკმაოდ აქტიური იყო. დღეს გუნდს საკაი ვერ დაეხმარება, მან წითელი ბარათი მიიღო "აუგსბურგთან" მატჩში და სავარაუდოდ, შმიდებახი შეცვლის.

 

"ფრაიბურგი" ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნების ნამდვილი დიდოსტატია. "ჰამბურგთან" დაკარგული ქულების შემდეგ, "არწივებმა" მიუნხენის "ბაიერნი" მიიღეს და 0:1-დან მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. გამარჯვების გოლი ბოლო წუთებზე ნილს პეტერსენმა შეაგდო და ცხოვრებისეულად საჭირო სამი ქულა მოუპოვა საკუთარ გუნდს. დღეს კი, "ფრაიბურგს" ფრეც ჰყოფნის, რათა მინიმუმ ფლეი-ოფის ზონაში მოხვდეს და პირდაპირ არ გავარდეს ბუნდესლიგიდან. მიუხედავად იმისა, რომ ადმირ მეჰმედი ვერ ატარებს იდეალურ სეზონს, შვეიცარიელი თავდამსხმელი სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში ათამაშდა, ბოლო ერთი თვეა მეჰმედი კვლავ "ფრაიბურგის" ლიდერად გვევლინება, მისი ფაქტორი საკმაოდ მნიშვნელოვანია. გუნდს კვლავ სორგი და მიოლერ დაელი დააკლდებიან.

 

წინ მორიგი "ექვსქულიანი" დაპირისპირება გველოდება, ფრონჩეკისა და შტრაიხის დაპირისპირება, ვნახოთ ვინ გამოვა გამარჯვებული, მაგრამ შესაძლოა ფრემაც დააკმაყოფილოს ორიევ გუნდი და შეუნარჩუნოს ამჟამინდელი პოზიციები.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ჰანოვერი: ცილერი - შმიდებახი, მარსელო, კ.შულცი, ალბორნოსი - სანე, ანდრეასენი - კიოტაკე, შტინდლი, პრიბი - ბრიანი.

 

ფრაიბურგი: ბიურკი - მუჯძა, კრმასი, მიტროვიჩი, გიუნტერი - კლაუსი, ჰიოფლერი, შუსტერი, შმიდი - პეტერსენი, მეჰმედი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "ფრაიბურგს" მიმდინარე სეზონში არცერთი გასვლითი თამაში არ წაუგია უშუალო კონკურენტთან.

 

  • "ჰანოვერს" ბოლო რვა საშინაო თამაში არ მოუგია ბუნდესლიგაში, მიხაელ ფრონჩეკის საშინაო მოუგებელი სერია კი 15 შეხვედრას შეადგენს.

 

  • კრისტიან შტრაიხის ხელმძღვანელობით, "ფრაიბურგს" ყველაზე მეტი გამარჯვება ბუნდესლიგაში "ჰანოვერის" წინააღმდეგ აქვს მოპოვებული - სამი.

 

 

დ.ბორუსია Vs ვერდერი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XXXIV ტური

თარიღი: 17:30 საათი, 23 მაისი

სტადიონი: სიგნალ იდუნა პარკი, დორტმუნდი

მთავარი მსაჯი: მანუელ გრეფე

პირდაპირი ტრანსლიაცია: Eurosport2 (ცოცხალი)

 

იურგენ კლოპის გუნდის დიდებული სერია წინა ტურში შეწყდა, როდესაც "დ.ბორუსიამ" სტუმრად 1:2 წააგო "ვოლფსბურგთან". თუმცა, იმ შეხვედრაში ჩინებულად იასპარეზა ავსტრალიელმა გოლკიპერმა, მიტჩელ ლანგერაკმა, რომელიც შესაძლოა რომან ვაიდენფელერის მემკვიდრე გახდეს. დორტმუნდის "ბორუსია" 43 ქულით მეშვიდე ადგილზეა და დღეს ფრეც ჰყოფნის ევროპის ლიგის საგზურის გასანაღდებლად, მაგრამ "ყვითლები" მხოლოდ გამარჯვებისთვის გავლენ მინდორზე, ვესტფალენზეც განსაკუთრებული ატმოსფერო იქნება, მაყურებლები განსაკუთრებულად იმხაურებენ და ალბათ გაავსებენ ტრიბუნებს ბანერებით, რატომ? კლოპი ბოლოჯერ გაიყვანს დორტმუნდის "ბორუსიას" სიგნალ იდუნა პარკზე, იურგენს დიდი გაცილება ელოდება, რადგან დორტმუნდში ის ყველას უყვარს და ყველა აფასებს. ამ თამაშს შაჰინი, რამოსი და გროსკროიცი გამოტოვებენ, სეზონის მთავარი თამაში კი წინ არის.

 

ბოლო ორ ტურში მოპოვებული ერთი ქულის "წყალობით", ვიქტორ სკრიპნიკის გუნდმა დაკარგა მეშვიდე ადგილი და დღეს მხოლოდ გამარჯვება აწყობს, რათა ევროპის ლიგაზე მოხვედრის შანსები დაიტოვოს. წინა ტურში, ბრემენის "ვერდერი" ერთბაშად რამდენიმე მოთამაშეს დაემშვიდობა: სებასტიან პრიოდლი, დევი ზელკე და ფრანკო დი სანტო სავარაუდოდ წავლენ, ამიტომ კლუბს ბევრი სამუშაო ექნება. "ვერდერი" იდეალურ ფეხბურთს თამაშობს და ვნახოთ დღეს როგორ გეგმებს ააწყობს უკრაინელი სპეციალისტი. ამ თამაშს გარსია, ბრაგფრედე, ფრიტცი, გალვესი და ზელკე გამოტოვებენ.

 

თუ დორტმუნდის "ბორუსია" არ წააგებს, მაშინ აუცილებლად იასპარეზებს ევროპის ლიგაზე, მაგრამ თუ წააგებს, მაშინ მოუწევს თასის მოგება ევროარენაზე გასასვლელად. მატჩი საინტერესო და სანახაობრივი უნდა გამოდგეს.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

დ.ბორუსია: ლანგერაკი - დურმი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - კელი, გიუნდოგანი - მხითარიანი, კაგავა, როისი - ობამეიანგი.

 

ვერდერი: კასტეელსი - გებრე სელასიე, პრიოდლი, ვესტერგაარდი, შტერნბერგი - იოზტუნალი, კროოსი, იუნუზოვიჩი - ჰაიროვიჩი - ბარტელსი, დი სანტო.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ბრემენის "ვერდერს" მხოლოდ "ბოხუმი"(41) ჰყავს დორტმუნდის "ბორუსიაზე"(40) მეტჯერ დამარცხებული ბუნდესლიგაში.

 

  • დორტმუნდის "ბორუსიას" ზედიზედ სამი საშინაო თამაში აქვს მოგებული მშრალად ეროვნულ ჩემპიონატში.

 

  • იურგენ კლოპი ბუნდესლიგას რეკორდით დატოვებს, რადგან მისი ხელმძღვანელობით "ბორუსიამ" 237 თამაშიდან მხოლოდ 49 წააგო.

 

 

ჰამბურგი Vs შალკე

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XXXIV ტური

თარიღი: 17:30 საათი, 23 მაისი

სტადიონი: იმტეჩ არენა, ჰამბურგი

მთავარი მსაჯი: ტობიას ველცი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Eurosport2 (ცოცხალი)

 

გოიკო კაჩარი აგრძელებს "ჰამბურგის" "თრევას", მაგრამ ბოლო ტურში რომ არა რენე ადლერი, ეს გუნდი ალბათ კვლავ არანორმალური რაოდენობის გოლს გაუშვებდა. "შტუტგარტთან" ბრუნო ლაბადიას გუნდს არანაერი შანსი არ ჰქონია, მაგრამ იმედები ჯერ კიდევ არსებობს. საათი, რომელიც უკვე 50 წელიწადზე მეტია მუშაობს იმტეჩ არენაზე, გაჩერების პირასაა, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება. ლაბადია გამოცდილი მწვრთნელია, იცის როგორ გადაარჩინოს გუნდები გავარდნას, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, საქმე გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ და ისტორიულ კლუბს ეხება, რომელიც არასოდეს გავარდნილა უმაღლესი ლიგიდან. ამ თამაშს იანსენისა და ბეჰრამის გარდა, დრობნი და ვან დერ ვაარტი გამოტოვებენ. ჰოლანდიელმა წინა ტურში მეათე გაფრთხილება მიიღო და დისკვალიფიკაცირებულია. ვან დერ ვაარტს, სავარაუდოდ, ჟირაჩეკი შეცვლის, ლაბადია ალბათ ორი თავდამსხმელით ითამაშებს და მისი ბიჭები მაქსიმუმს დადებენ მინდორზე.

 

გელზენკინხენის "შალკეში" საშინელი სიტუაცია - გუნდი საშინელ ფორმაშია და ამის ფონზე, ჰორსტ ჰელდტი აბსოლიტურად გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებს, მან უმიზეზოდ მოკვეთა გუნდიდან კევინ-პრინც ბოატენგი და სიდნი სემი. განელი მოთამაშე რობერტო დი მატეოს მთავარი ჯოკერი იყო, მუდმივად აქტიურად ერთვებოდა თამაშებში და არ ზოგავდა თავს, მაგრამ ჰელდტმა საკმაოდ მძიმე ნაბიჯი გადადგა. წინა ტურშ, "შალკემ" ვერაფერი გააწყო ერთ-ერთ აუტსაიდერ "პადერბორნთან" და მხოლოდ იღბლის ხარჯზე მოიპოვა გამარჯვება. "ლურჯები" ამ სეზონში მხოლოდ ევროპის ლიგის საგზურს უნდა დაკმაყოფილდნენ, რადგან სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. დღევანდელ თამაშს გიფერი, ჰიოვედესი, უჩიდა, ობასი გამოტოვებენ.

 

ეს იქნება ძალიან საინტერესო, ტურის ცენტრალური დაპირისპირება. "ჰამბურგი" და "შალკე" დიდი ხნის მეტოქეები არიან, მაგრამ გელზენკინხენელები საშინელ მდგომარეობაში არიან, ამიტომ ბრუნო ლაბადიას გუნდი ეცდება ეს გამოიყენოს, ისინი მინდორზე მაქსიმუმს დადებენ.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ჰამბურგი: ადლერი - ვესტერმანი, ჯურუ, რაიკოვიჩი, ოსტრჩოლეკი - შტიბერი, ჟირაჩეკი, კაჩარი, ილიჩევიჩი - ოლიჩი, ლასოგა.

 

შალკე: ფიარმანი - ჰიოგერი, მატიპი, ნასტასიჩი, აოგო - ნოიშტეტდერი, გორეცკა - ფარფანი, მაიერი, დრაქსლერი - ჰუნტელაარი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "შალკეს" ზედიზედ რვა გასვლითი თამაში არ მოუგია ბუნდესლიგაში.

 

  • "ჰამბურგმა" მიმდინარე სეზონში მხოლოდ 23 გოლი გაიტანა, რაც ნამდვილი კატასტროფაა, რადგან კლუბის ანტირეკორდი 32 გაშვებული ბურთია.

 

  • ბრუნო ლაბადიას გუნდს მხოლოდ მოგება დაამშვიდებს, მაგრამ "ჰამბურგი" მაინც დამოკიდებულია სხვა გუნდებზე.

 

გერმანიის ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 ალექსანდრ მაიერი აინტრახტი 19 3
2 არიენ რობენი ბაიერნი 17 2
3 რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნი 16 0
4 ბას დოსტი ვოლფსბურგი 16 0
5 პიერ-ემერიკ ობამეიანგი დ.ბორუსია 15 2

https://fci.ge/uploads/germany-bundesliga.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi