FCI.ge
FCI.ge
გულშემატკივარმა მესის მასკერანოსთან სურათის გადაღება სთხოვა |
„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი უპრობლემოდ დათანხმდა გულშემატკივარის თხოვნას.
გადაღება მოხდა მაშინ, როდესაც „ბარსელონას“ არგენტინელი მოთამაშეები ტოვებდნენ სავარჯიშო ბაზას. ლიონელ მესიმ გულშემატკივარს ფოტო მასკერანოსთან ერთად გადუღო, ამ დროს კი ჟურნალისტმა სამივე მათგანი დააფიქსირა ფოტოზე.
„ბარსელონა“ დღეს პრიმერას ბოლო ტურის მატჩს „დეპორტივოსთან“ გამართავს.
6 ივნის კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში „იუვენტუს“ დაუპირისპირდებიან.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.