FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ჰამბურგი კვლავ გადარჩა, ფრაიბურგი და პადერბორნი გავარდნენ

23-05-2015
1 კომენტარი

რამდენიმე წუთის წინ, დასრულდა გერმანიის ეროვნული ჩემპიონატი, სადაც საოცარი ბრძოლა გაიმართა გადარჩენისთვის და სამწუხაროდ, ორი საკმაოდ ღირსეული გუნდი დაემშვიდობა პირველ ბუნდესლიგას.

 

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ "ჰამბურგმა" შინ 2:0 დაამარცხა "შალკე" ოლიჩისა და რაიკოვიჩის გოლებით. ბრუნო ლაბადიამ მოახერხა იმტეჩ არენაზე არსებული ლეგენდარული საათის ამუშავება, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ დროებით. ბუნდესლიგის ელიტარული კლუბი ზედიზედ მეორედ მიიღებს მონაწილეობას გადათამაშებაში, მაგრამ ჯერ უცნობია მისი მეტოქე.

 

მეორე სახელოვანი კლუბი, რომელსაც გავარდნა ემუქრებოდა - გადარჩენილია! ჰუბ სტევენსს ნამდვილად ეკუთვნის მერსედეს-ბენც არენაზე საკუთარი სახელობის ტრიბუნა. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ზედიზედ მეორე სეზონში იხსნა "შვაბები" გავარდნას. "შტუტგარტმა" "პადერბორნს" 2:1 მოუგო სტუმრად, არადა აგებდა დებიუტშივე. დიდავის და გინჩეკის გოლებით, "შტუტგარტმა" მოახერხა მე-15 ადგილზე გადანაცვლება, ამ გუნდმა ბოლო სამ ტურში მოპოვებული ცხრა ქულის წყალობით მოახერხა ბოლოდან მე-15 პოზიციამდე აღზევება.

 

ავტომატურად დაემშვიდობა ბუნდესლიგას "პადერბორნი", მაგრამ ეს სეზონი ამ კლუბის ისტორიაში სამუდამოდ შევა. ჯერ კიდევ მე-4 ტურისთვის, ანდრე ბრაიტენრიტერის გუნდი ეროვნული ჩემპიონატის ლიდერი იყო, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. სამწუხაროდ, გუნდმა ჩააგდო მეორე წრე და ბოლო ადგილზე გავიდა.

 

ყველაზე მეტად კი, კრისტიან შტრაიხის მებრძოლი "ფრაიბურგის" გავარდნაა, ამ გენიალურმა სპეციალისტმა ვეღარ იხსნა პატარა ქალაქის გუნდი. "ფრაიბურგმა" წინა ტურში მიუნხენის "ბაიერნს" მოუგო და დღეს მხოლოდ ერთი ქულა სჭირდება, მხოლოდ ერთი, მაგრამ "არწივებს" იღბალმა აქცია ზურგი, "ჰანოვერმა" 2:1 იმარჯვა და "ფრაიბურგი", რომელმაც არც ისე ცუდად ჩაატარა სეზონის დასკვნითი ნაწილი, გაუშვა მეორე ბუნდესლიგაში.

 

აგრეთვე აღსანიშნავია დორტმუნდის "ბორუსიას" გამარჯვება ბრემენის "ვერდერთან" - 3:2, იურგენ კლოპმა მოგებით დატოვა ბუნდესლიგა და ვესტფალენი, თანაც გუნდი ოფიციაურად გაიყვანა ევროპის ლიგაზე.

 

ასევე დიდ წარმატებას მიაღწია "აუგსბურგმა", რომელმაც სტუმრად 3:1 მოუგო მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" და ისტორიაში პირველად გავიდა მეხუთე ადგილზე, შესაბამისად მომდევნო სეზონში ევროპის ლიგაზე იასპარეზებს. მარკუს ვაინცირლი სასწაულების ჩადენას განაგრძობს.

 

ქვეყნის ჩემპიონა კი 2:0 მოუგო "მაინცს" და რამდენიმე წუთში ფილიპ ლამი ზედიზედ მესამედ აღმართავს ვერცხლის სინს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ალექსანდრ მაიერი გახდა 19 გოლით, რომელმაც ბოლო ერთი თვე ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ მაინც მიიღებს "ქვემეხს".

https://fci.ge/uploads/posts/2015-05/1432395474_hamburg-schalke-analyse-600.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi