FCI.ge
FCI.ge
მოურინიო: ხავიმ დაიმსახურა ოქროს ბურთი |
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ "ბარსელონას" ლეგენდარული ნახევარმცველი ხავი იმსახურებს ოქროს ბურთს.
ესპანელმა მოთამაშემ უკვე განაცხადა, რომ ზაფხულში დატოვებს კამპ ნოუს და ამ თემას არაერთი საფეხბურთო მოღვაწე გამოეხმაურა, მათ შორის ჟოზეც, რომელიც არაერთხელ დაპირისპირებია ხავის.
"ხავი - ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში და მან დაიმსახურა იმის მოგება, რასაც უკევ ვეღარ მოიგებს - ოქროს ბურთი.
"ბარსელონამ" და "იუვენტუსმა" დაიმსახურეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში. მათ კარგი სეზონები ჩაატარეს და როგორც გამოჩნდა, უფრო ძლიერები აღმოჩნდნე, ვიდრე მათი კონკურენტები ნახევარფინალში", - განაცხადა მოურინიომ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.